თამაშის ჩაშლის შემთხვევაში შოტლანდია სასამართლოს მიმართავს?

თამაშის ჩაშლის შემთხვევაში შოტლანდია სასამართლოს მიმართავს?

როგორც იცით არსებობს საფრთხე, რომ გაუქმებული მატჩების რიცხვს იაპონია - შოტლანდიის მატჩიც შეემატოს. ასეთ შემთხვევაში შოტლანდიის რაგბის კავშირი აპირებს კანონით მინიჭებულ უფლებები გამოიყენეოს და სასამართლოს მიმართოს.

თუ მატჩი სუპერ ტაიფუნი "ჰაგიბისის" გამო გაუქმდება მატჩი ფრედ 0:0 ჩაითვლება და გუნდებს ცხრილში 2-2 ქულა ჩაეწერება, გარდა ამისა მოსალოდნელია, რომ ირლანდია სამოას ბონუს ქულით დაამარცხებს და ჯგუფიდან სწორედ ირლანდია და იაპონია გავლენ.

"ტელეგრაფის" ცნობით ასეთი სცენარის შემთხვევაში შოტლანდიელები კანონის მიხედვით იმოქმედებენ და მოითხოვენ, რომ მატჩი სხვა დროს ჩატარდეს, რადგან ტურნირის წესდების მიხედვით თამაშის განრიგის შეცვლა შესაძლებელია ბუნებრივი, აურიდებელი კატასტროფის დროს და ტაიფუნიც სწორედ ამ კატეგორიაში გადის.

ტაიფუნის შემთხვევაში შოტლანდიის რაგბის კავშირის სურვილია, რომ მატჩი კვირის ნაცვლად ორშაბათს ჩატარდეს იმავე დროს.

შოტლანდიის რაგბის კავშირის უფროსი წარმომადგენლის განაცხადებით, თუ "მსოფლიო რაგბი" თავის რეგულაციებს არ დაიცავს, მათ სხვა გზა აღარ ექნებათ გარდა სამართლებრივი ბრძოლისა.

კომენტარები

რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული 3 წუთი [VIDEO]
ინგლისის პრემიერშიპის გუნდს რიჩარდ კოკერილი სურს
სამხრეთ აფრიკაში რაგბი განახლებას უახლოვდება
იაპონია მორიგ სუპერ ტესტ-მატჩს უახლოვდება
"ბიარიცმა" კიდევ ერთი ქართველი ბურჯი დაიმატა
ჟაკის ბურგერი - ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი მბოჭავი რაგბიში [VIDEO]
ინგლისის პრემიერშიპი ახალ წესებზე უარს ამბობს
ულამაზესი ინდივიდუალური ლელოები [VIDEO]
"შერკინებები ძველებურად იქნება" - ახალი ზელანდიის უარი "მსოფლიო რაგბის" ახალ წესებს
ტოპ 10 მსაჯი, რომელთაც ყველაზე მეტ მატჩში უმსაჯიათ