შოტლანდიის რაგბის კავშირი იაპონიასთან მატჩის შესაძლო გაუქმებას გამოეხმაურა

შოტლანდიის რაგბის კავშირი იაპონიასთან მატჩის შესაძლო გაუქმებას გამოეხმაურა

"მსოფლიო რაგბიმ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ პლანეტის პირველობის ჯგუფური ეტაპის ორი შეხვედრა აღარ ჩატარდება.

მიზეზი, ტაიფუნი ჰაგიბისია, რომლის შესაძლო საფრთხეზეც რამდენჯერმე უკვე დავწერეთ.

რაგბის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით, გაუქმდება ინგლისი - საფრანგეთის და ახალი ზელანდია - იტალიის დაპირისპირებები. შეხვედრებში 0:0 დაფიქსირდება და შესაბამისად, გუნდები 2-2 ქულა ჩაეწერებათ აქტივში. ასეთი რამ, აქამდე არასდროს მომხდარა.

ჯერჯერობით, კვირის მატჩები არ გაუქმებულა, თუმცა "მსოფლიო რაგბი" ამას არ გამორიცხავს და საბოლოო გადაწყვეტილება კვირას დილით (იაპონიის დროით) მიიღებს. თუ ზემოხსენებული შეხვედრების გადადება რაიმე სერიოზულ ცვლილებას არ გამოიწვევს, საქმე სულ სხვაგვარადაა A ჯგუფში.

"მსოფლიო რაგბის" თქმით, ირლანდიის და სამოის შეხვედრა შაბათს გაიმართება, ხოლო კვირას იაპონიის და შოტლანდიის ნაკრებების ჩატარება/არჩატარების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. თუ ისე მოხდა, რომ A ჯგუფის ბოლო ტურის მეორე დაპირისპირება ჩაიშალა, შოტლანდია ავტომატურად ჯგუფში ჩარჩება.

შექმნილ სიტუაციას გამოეხმაურა შოტლანდიის რაგბის კავშირი და საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება გამოაქვეყნა.

"ჩვენ გვაქვს რეგულარული დიალოგი "მსოფლიო რაგბისთან" ყველა დონეზე, რათა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ჩვენი ნაკრების შეხვედრა იაპონიის წინააღმდეგ ჩატარებული იქნას დაგეგმილისამებრ. საზოგადოებრივი უსაფრთხოება რა თქმა უნდა პრიორიტეტულია.

ამ პოტენციური საფრთხის პირობებში, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ "მსოფლიო რაგბს" აქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება ამ შეხვედრის ჩატარება და შოტლანდიის ნაკრებს შეეძლება მეოთხედფინალის საგზურისთვის ბრძოლა", - წერს შოტლანდიის რაგბის კავშირის სპიკერი.

შეგახსენებთ, რომ იაპონიის და შოტლანდიის ნაკრებების შეხვედრა კვირას, თბილისის დროით 14:45 საათზეა დაგეგმილი. ამ მატჩმა ერთ-ერთი მეოთხედფინალისტი უნდა გამოავლინოს და ამით ჯგუფური ეტაპიც სრულდება.

კომენტარები

გიორგი შკინინის დაუვიწყარი ლელო და ჩაჭრის შედეგად დადებული სხვა ტოპ ლელოები მსოფლიო თასებზე [VIDEO]
"მსოფლიო რაგბიმ" საქართველოს არასრული რუკა გამოსახა
ქართველების "სტად ფრანსე" აქტიურობას განაგრძობს
ბერნარდ ლაპორტი პრეზიდენტობას ისევ აპირებს
პატივისცემა და ემოციები რაგბიში 2020 [VIDEO]
მიხეილ გაჩეჩილაძე რუსეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მორაგბეა [+VIDEO]
იურგენ კლოპი: "ლივერპულმა" "ოლ ბლექსს" უნდა მიბაძოს"
"ბრივის" სამი ქართველი ესპუარი მომდევნო სეზონისთვის ძირითად გუნდთან ერთად ემზადება
"ლესტერ ტაიგერსმა" ტელუსა ვეაინუს შემცვლელს მიაგნო
გასული კვირის ტოპ 10 სიახლე