ავსტრალიის ნაკრებს საქართველოსთან მატჩის წინ ლიდერი გამოაკლდა

ავსტრალიის ნაკრებს საქართველოსთან მატჩის წინ ლიდერი გამოაკლდა

ხვალ მსოფლიო თასის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები ავსტრალიას დაუპირისპირდება და ტურნირზე ასპარეზობას ამ მატჩით დაასრულებს. ორივე გუნდმა უკვე დაასახელა მატჩის 23 კაციანი განაცხადი, თუმცა ავსტრალიელთა შემადგენლობაში დღეს კიდევ ორი ცვლილება განხორციელდა.

საქმე ეხება ავსტრალიის ნაკრების კაპიტან მაიკლ ჰუპერს, რომელიც საქართველოსთან მატჩში სათადარიგოთა შორის იყო დასახელებული და მოედანზე გასვლის შემთხვევაში ნაკრების მაისურით 99-ე მატჩს ჩაატარებდა, ავადმყოფობის გამო მის ნაცვლად მარქაფაში ლუქან სალაკაია-ლოტო დაწინაურდა. რაც შეეხება მეორე ცვლილებას მეორეხაზელი ადამ კოულმენის ნაცვლად განაცხადში რობ საიმონსი იქნება, მიზეზი აქაც ავადმყოფობაა.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალია საქართველოს მატჩი 11 ოქტომბერს თბილისის დროით 14:15 საათზე გაიმართება.

 

კომენტარები

გიორგი შკინინის დაუვიწყარი ლელო და ჩაჭრის შედეგად დადებული სხვა ტოპ ლელოები მსოფლიო თასებზე [VIDEO]
"მსოფლიო რაგბიმ" საქართველოს არასრული რუკა გამოსახა
ქართველების "სტად ფრანსე" აქტიურობას განაგრძობს
ბერნარდ ლაპორტი პრეზიდენტობას ისევ აპირებს
პატივისცემა და ემოციები რაგბიში 2020 [VIDEO]
მიხეილ გაჩეჩილაძე რუსეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მორაგბეა [+VIDEO]
იურგენ კლოპი: "ლივერპულმა" "ოლ ბლექსს" უნდა მიბაძოს"
"ბრივის" სამი ქართველი ესპუარი მომდევნო სეზონისთვის ძირითად გუნდთან ერთად ემზადება
"ლესტერ ტაიგერსმა" ტელუსა ვეაინუს შემცვლელს მიაგნო
გასული კვირის ტოპ 10 სიახლე