ოფიციალურად: მსოფლიო თასის ორი შეხვედრა გაუქმებულია

ოფიციალურად: მსოფლიო თასის ორი შეხვედრა გაუქმებულია

"მსოფლიო რაგბიმ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ პლანეტის პირველობის ჯგუფური ეტაპის ორი შეხვედრა აღარ ჩატარდება.

მიზეზი, ტაიფუნი ჰაგიბისია, რომლის შესაძლო საფრთხეზეც რამდენჯერმე უკვე დავწერეთ.

რაგბის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით, გაუქმდება ინგლისი - საფრანგეთის და ახალი ზელანდია - იტალიის დაპირისპირებები. შეხვედრებში 0:0 დაფიქსირდება და შესაბამისად, გუნდები 2-2 ქულა ჩაეწერებათ აქტივში. ასეთი რამ, აქამდე არასდროს მომხდარა.

გარდა ამისა, არსებობს იმის საშიშრობა, რომ გადაიდოს კვირას გასამართი მატჩებშიც, თუმცა "მსოფლიო რაგბის" თქმით, ყველაფერი კეთდება, რომ მსგავსი რამ არ მოხდეს. ისინი დააკვირდებიან სიტუაციას და საბოლოო გადაწყვეტილებას კვირას დილით (იაპონიის დროით) მიიღებენ.

"მსოფლიო რაგბი" და ტურნირის საორგანიზაციო ჯგუფი გულშემატკივრებს მოუწოდებს, რომ ტოკიოში, იოკოჰამასა და ტოიოტაში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ და თვალი ადევნონ "მსოფლიო რაგბის" სოციალურ ქსელებს. 

"ეს არის ძალიან რთული სიტუაცია. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს და გვეხმარებიან ჩვენი ექსპერტები შესაძლო ამინდთან დაკავშირებით. 

ყველანაირად ვცდილობდით, რომ შაბათის შეხვედრები ჩატარებულიყო, თუმცა ეს იქნებოდა გუნდების და გულშემატკივრების მიმართ უპასუხისმგებლობა, რადგან მოსალოდნელია ძლიერი ტაიფუნი.

შედეგად, ჩვენ მოგვიწია ამ რთული გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მოიცავს ყველა მხარის უსაფრთხოებას, რაც უმნიშვნელოვანესია. ჩვენ სრულად გვესმის ინგლისის, საფრანგეთის, ახალი ზელანდიის და იტალიის გულშემატკივრების იმედგაცრუების, თუმცა მათი უსაფრთხოება მთავარია და გვჯერა, რომ ამას გაიგებენ. ისინი მატჩების ბილეთების ფულს უკან მიიღებენ.

"მსოფლიო რაგბი" გულშემატკივრებს მოუწოდებს, რომ გაითვალისწინონ ჩვენი ყველა რჩევა და შაბათს მთელი დღის განმავლობაში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ", - განაცხადა მსოფლიო თასის დირექტორმა ალან გილპინმა.

კომენტარები

რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული 3 წუთი [VIDEO]
ინგლისის პრემიერშიპის გუნდს რიჩარდ კოკერილი სურს
სამხრეთ აფრიკაში რაგბი განახლებას უახლოვდება
იაპონია მორიგ სუპერ ტესტ-მატჩს უახლოვდება
"ბიარიცმა" კიდევ ერთი ქართველი ბურჯი დაიმატა
ჟაკის ბურგერი - ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი მბოჭავი რაგბიში [VIDEO]
ინგლისის პრემიერშიპი ახალ წესებზე უარს ამბობს
ულამაზესი ინდივიდუალური ლელოები [VIDEO]
"შერკინებები ძველებურად იქნება" - ახალი ზელანდიის უარი "მსოფლიო რაგბის" ახალ წესებს
ტოპ 10 მსაჯი, რომელთაც ყველაზე მეტ მატჩში უმსაჯიათ