უელსმა მძიმე ბრძოლაში იმარჯვა, ფიჯიმ მსოფლიო თასი ღირსეულად დაასრულა

უელსმა მძიმე ბრძოლაში იმარჯვა, ფიჯიმ მსოფლიო თასი ღირსეულად დაასრულა

მსოფლიო თასის D ჯგუფში უელსის ნაკრები ფიჯის დაუპირისპირდა და ბრძოლაში, 29:17 დაამარცხა.

ფიჯელებმა შეხვედრა ბრწყინვალედ დაიწყეს და საწყის ათ წუთში ჯოშუა ტუისოვამ და კინი მურიმურივალუმ მეტოქე ორჯერ დაალელოვეს, თუმცა ბენ ვოლავოლას ორივე გარდასახვა გაუცუდდა. ამის შემდეგ, თამაში უელსელებმაც გამოასწორეს და ჯოშ ადამსმა დუბლი გაიფორმა, დენ ბიგარმა კი ორივე გარდასახვა გაიტანა. ტაიმი 14:10 დასრულდა.

54-ე წუთზე ფიჯელებმა მშვენიერი მოლი ააგორეს, რომელიც უელსელებმა წესების დარღვევით ლელოს ხაზთან ჩააქციეს და საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ. ამის შემდეგ, რის პაჩელმა ჯარიმით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო დასკვნით ოც წუთში ფიჯელებს დაღლა დაეტყოთ, შეცდომებს უმატეს, რითიც უმაღლესი კლასის უელსმა ისარგებლა და ორი ლელო დადო, რომლებიც იმავე ჯოშ ადამსის და ლიამ უილიამსის ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ გუნდებმა ორ-ორი ყვითელი ბარათი მიიღეს, თუმცა, რიცხობრივი უპირატესობის პერიოდი, უელსმა უკეთ გამოიყენა და ქულებში ასახა. 

ამრიგად, ფიჯიმ მსოფლიო თასზე გამოსვლა 7 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა და თუ საქართველო ავსტრალიას ვერ მოუგებს, ავტომატურად მესამე ადგილს დაიკავებს, რითაც 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურს გაინაღდებს, ხოლო უელსი 14 ქულით პირველ ადგილზეა.

კომენტარები

რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული 3 წუთი [VIDEO]
ინგლისის პრემიერშიპის გუნდს რიჩარდ კოკერილი სურს
სამხრეთ აფრიკაში რაგბი განახლებას უახლოვდება
იაპონია მორიგ სუპერ ტესტ-მატჩს უახლოვდება
"ბიარიცმა" კიდევ ერთი ქართველი ბურჯი დაიმატა
ჟაკის ბურგერი - ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი მბოჭავი რაგბიში [VIDEO]
ინგლისის პრემიერშიპი ახალ წესებზე უარს ამბობს
ულამაზესი ინდივიდუალური ლელოები [VIDEO]
"შერკინებები ძველებურად იქნება" - ახალი ზელანდიის უარი "მსოფლიო რაგბის" ახალ წესებს
ტოპ 10 მსაჯი, რომელთაც ყველაზე მეტ მატჩში უმსაჯიათ