მაიკლ ჩეკა: "საქართველო ძალიან დახვეწილი მეტოქეა"

მაიკლ ჩეკა: "საქართველო ძალიან დახვეწილი მეტოქეა"

ავსტრალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ ჩეკამ, საქართველოსთან მოახლოებულ მატჩზე კომენტარი გააკეთა და უკმაყოფილება გამოთქვა თავისი გუნდის ცუდი დისციპლინის გამო, რაც ბევრი ჯარიმების მიღებას იწვევს.

"ვოლაბებმა" ურუგვაი მარტივად დაამარცხეს 45:10, თუმცა ლუქან სალაკაია ლოტომ და ადამ კოულმენმა ამ მატჩში ყვითელი ბარათი მიიღეს, აგრეთვე დაჯარიმდნენ ქერთლი ბილი და მაიკლ ჰუპერიც, ხოლო რის ჰოჯს საერთოდ 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს ფიჯისთან მატჩში გაკეთებული მაღალი ბოჭვის გამო. ავსტრალია ურუგვაის წინააღმდეგ 12-ჯერ დაჯარიმდა, მატჩის შემდეგ ჩეკას არ სურდა თავისი გუნდის ბოჭვის ტექნიკაზე ესაუბრა, მაგრამ საქართველოსთან მატჩის წინ ამ პრობლემის მოგვარებაზე საუბრობს.

"ვცდილობთ გამოვასწოროთ ეს მიმართულება, გვაქვს რაღაც იდეები თუ როგორ გავხდეთ უფრო უკეთესები ამ საკითხში.

არ აქვს მნიშვნელობა როგორ ხედავ სიტუაციას, ჯარიმები არის ნამდვილი. მოგვიწევს რაღაც ვიღონოთ, მიუხედავად თუ როგორ აღვიქვამთ ამა თუ იმ სიტუაციას, ამის გამო ჩვენს წინააღმდეგ მსაჯის ზე აღმართულ ხელს ვიღებთ და მოთამაშეებს ვკარგავთ სინბინში, ისეთი ქმედების გამო რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ.

სიტუაცია ძალიან მარტივია, მოგვიწევს დისციპლინაში სტანდარტების ამაღლება"- განაცხადა ჩეკამ.

ავსტრალიელი სპეციალისტი აგრეთვე გამოეხმაურა მის მიერ მოთამაშეთა სელექციას და აღნიშნა, რომ პოზიციებზე კონკურენციის ქონა ძალზედ მომგებიანია.

"ვიცი, რომ სხვა და სხვა გუნდები განსხვავებულად უდგებიან ამ საკითხს.

ზოგს უნდა რომ მუდმივად ერთი და იგივე შემადგენლობით ითამაშოს, ზოგს კი უნდა რომ დაასვენოს. ჩვენ ისეთი შეგრძნება გვაქვს, რომ მოთამაშეთა როტაცია და პოზიციებზე კონკურენცია კარგად მუშაობს გუნდზე და ვფიქრობ კარგ სტილში ვთამაშობთ.

მოახლოებული მატჩი კიდევ ერთი შანსია თავის წარმოსაჩენად იმ მოთამაშეებისთვის, რომლებსაც წინა თამაში არ უთამაშიათ. ვფიქრობ, რომ საქართველო ძალიან დახვეწილი მეტოქეა, ავსტრალია მათ წინააღმდეგ პირველად ითამაშებს.

ძალიან გაგვიმართლა, რომ გვყავს ისეთი მოთამაშე როგორიც არის პოქოქი, რომელსაც ჰუპერის ჩანაცვლება შეუძლია. ვცდილობთ ვიპოვოთ შესაძლებლობების ბალანსი და ვიყოთ მზად თამაშის მოსაგებად. ეს არის უპირველესი პრიორიტეტი დღის ბოლოს "- განაცხადა ჩეკამ.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის და საქართველოს ნაკრებები 11 ოქტომბერს ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ შეხვედრას გამართავენ. მატჩი თბილისის დროით 14:15 საათზე დაიწყება და პირველი არხის პირდაპირ ეთერში იხილავთ.  

კომენტარები

გიორგი შკინინის დაუვიწყარი ლელო და ჩაჭრის შედეგად დადებული სხვა ტოპ ლელოები მსოფლიო თასებზე [VIDEO]
"მსოფლიო რაგბიმ" საქართველოს არასრული რუკა გამოსახა
ქართველების "სტად ფრანსე" აქტიურობას განაგრძობს
ბერნარდ ლაპორტი პრეზიდენტობას ისევ აპირებს
პატივისცემა და ემოციები რაგბიში 2020 [VIDEO]
მიხეილ გაჩეჩილაძე რუსეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მორაგბეა [+VIDEO]
იურგენ კლოპი: "ლივერპულმა" "ოლ ბლექსს" უნდა მიბაძოს"
"ბრივის" სამი ქართველი ესპუარი მომდევნო სეზონისთვის ძირითად გუნდთან ერთად ემზადება
"ლესტერ ტაიგერსმა" ტელუსა ვეაინუს შემცვლელს მიაგნო
გასული კვირის ტოპ 10 სიახლე