დავით ზირაქაშვილი ტოპ 14-ის ტურის სიმბოლურში მოხვდა

დავით ზირაქაშვილი ტოპ 14-ის ტურის სიმბოლურში მოხვდა

ლეგენდარული ქართველი მორაგბე დავით ზირაქაშვილი ტოპ 14-ის მე-6 ტურის სიმბოლურში მოხვდა.

"კლერმონი" შაბათს შინ "მონპელიეს" დაუხვდა და 20:13 იმარჯვა. "ვულკანების" რიგებში 35 წლის მარჯვენა ბურჯი ძირითადში იყო, საწყისი 50 წუთი ითამაშა და მორიგი ნაყოფიერი შეხვედრა ჩაატარა, რაც ცნობილმა სარაგბო გამოცემამ "მიდი ოლიმპიკმა" დაუფასა და კვირის საუკეთესო თხუთმეტეულში შეიყვანა.

ზირაქაშვილმა მიმდინარე სეზონში მეხუთე შეხვედრა ჩაატარა და ყველა შემთხვევაში სასტარტოში გახლდათ. ის ტოპ 14-ში მე-16 სეზონს ატარებს და 256 მატჩში 17 ლელო აქვს გატანილი. სულ კი, "კლერმონის" კვართით 326-ჯერ უთამაშია.

კომენტარები

სვანიძე: "6 ერში ბილეთებიდან მილიონ ევროს და მეტს შოულობენ, ჩვენ საუკეთესო შემთხვევაში - 150000 ლარს"
გოჩა სვანიძემ რუსეთთან და სამხრეთ აფრიკასთან გადადებულ მატჩებზე ისაუბრა
ტოპ 14: ყველა ქართული სატრანსფერო სიახლე და სხვა ამბები, რომლებიც 2 ივნისისთვისაა ცნობილი
ინგლისური კლუბი ვასილ ლობჟანიძეს რის ვების ერთ-ერთ შემცვლელად მოიაზრებს
დავით ზირაქაშვილის მასტერკლასი ინგლისის ნაკრების და ლომების ბურჯს [VIDEO]
"სუპერ რაგბი აოთიროა" ინოვაციური წესებით გაიმართება
ემილიანო ბოფელი ტოპ 14-ში?
სერიული მკვლელი რაგბი ლიგის მატჩზე
123 ქვეყანა, რომლებიც დღეის მდგომარეობით "მსოფლიო რაგბის" წევრები არიან
12 ქართველი მორაგბე, რომლებსაც ჩემპიონთა თასზე ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული