თამაზ მჭედლიძე: "ფიჯისთან მარცხი ინდივიდუალურად გაფუჭებულმა ბოჭვებმა გამოიწვია"

თამაზ მჭედლიძე: "ფიჯისთან მარცხი ინდივიდუალურად გაფუჭებულმა ბოჭვებმა გამოიწვია"

საქართველოს ნაკრები მიმდინარე მსოფლიო თასზე უკანასკნელ შეხვედრას 11 ოქტომბერს გამართავს.

"ბორჯღალოსნები" ბოლო დაპირისპირებას ავსტრალიის წინააღმდეგ შიზუოკაში გამართავენ, სადაც ჩვენი ნაკრები უკვე ჩავიდა და მომდევნო მატჩისთვის მზადებას შეუდგა. დღეს გუნდმა პირველი მინდვრის ვარჯიში გამართა, რომლის დასრულების შემდეგაც კომენტარი გააკეთა თამაზ მჭედლიძემ.

- ფიჯის მარცხის შემდეგ როგორ შეიკარით ისევ გუნდი და რა გამოწვევებს ელით მომდევნო მატჩისთვის?

- წინა თამაშის შემდეგ, ყველაზე მეტად გუნდის ერთად შეკვრა გვჭირდებოდა, მობილიზებმა მოვახდინეთ მორაგბეებმაც და სტაფმაც, ერთად ვიყავით ამ ორი დღის განმავლობაში. მწვრთნელებმა გადაწყვიტეს, რომ იმ მოთამაშეებმა, ვინც ფიჯისთან ითამაშეს ორი დღე დაესვენათ და ხვალიდან უკვე შევუდგებით გუნდურ ვარჯიშს. შევხედავთ ავსტრალიის ნაკრების თამაშს, განვიხილავთ მათ ძლიერ და სუსტ წერტილებს და შემდეგ დავუპირისპირებთ მათ ჩვენს ძლიერ მხარეს მათ. შევეცდებით, რომ კარგად ვითამაშოთ და კარგად დავასრულოთ ეს მსოფლიო თასი.

- რამ გამოიწვია ფიჯისთან მეორე ტაიმში ასეთი ჩავარდნა და რა უნდა გამოვასწოროთ, რომ ავსტრალიასთან იგივე არ განმეორდეს? 

- ვუყურეთ რა თქმა უნდა თამაშს, ერთად განვიხილეთ და პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში და მეორე ნახევარში ეს ყველაფერი შეიცვალა. ვფიქრობთ, ეს ყველაფერი დაცვაში შეცდომების, კონკრეტულად კი ინდივიდუალურად გაფუჭებული ბოჭვების ბრალი იყო. როგორც ვნახეთ, ინდივიდუალურად ძალიან ბევრი ბოჭვა გაფუჭდა და ფიჯისთან ერთ ბოჭვასაც რომ გააფუჭებ, შეიძლება ისიც ძვირად დაგიჯდეს. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე სამი შეხვედრა გამართა: ურუგვაის ბონუსით სძლია (33:6), ხოლო უელსთან (14:43) და ფიჯისთან (10:45) უშანსოდ დამარცხდა. 

საქართველოს რაგბის კავშირის ფოტო

კომენტარები

სვანიძე: "6 ერში ბილეთებიდან მილიონ ევროს და მეტს შოულობენ, ჩვენ საუკეთესო შემთხვევაში - 150000 ლარს"
გოჩა სვანიძემ რუსეთთან და სამხრეთ აფრიკასთან გადადებულ მატჩებზე ისაუბრა
ტოპ 14: ყველა ქართული სატრანსფერო სიახლე და სხვა ამბები, რომლებიც 2 ივნისისთვისაა ცნობილი
ინგლისური კლუბი ვასილ ლობჟანიძეს რის ვების ერთ-ერთ შემცვლელად მოიაზრებს
დავით ზირაქაშვილის მასტერკლასი ინგლისის ნაკრების და ლომების ბურჯს [VIDEO]
"სუპერ რაგბი აოთიროა" ინოვაციური წესებით გაიმართება
ემილიანო ბოფელი ტოპ 14-ში?
სერიული მკვლელი რაგბი ლიგის მატჩზე
123 ქვეყანა, რომლებიც დღეის მდგომარეობით "მსოფლიო რაგბის" წევრები არიან
12 ქართველი მორაგბე, რომლებსაც ჩემპიონთა თასზე ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული