სანდრო თოდუა: "მწვრთნელმა გვითხრა, რომ წარსული უკან უნდა მოვიტოვოთ"

სანდრო თოდუა: "მწვრთნელმა გვითხრა, რომ წარსული უკან უნდა მოვიტოვოთ"

საქართველოს ნაკრები მიმდინარე მსოფლიო თასზე უკანასკნელ შეხვედრას 11 ოქტომბერს გამართავს.

"ბორჯღალოსნები" ბოლო დაპირისპირებას ავსტრალიის წინააღმდეგ შიზუოკაში გამართავენ, სადაც ჩვენი ნაკრები უკვე ჩავიდა და მომდევნო მატჩისთვის მზადებას შეუდგა. დღეს გუნდმა პირველი მინდვრის ვარჯიში გამართა, რომლის დასრულების შემდეგაც კომენტარი გააკეთა სანდრო თოდუამ.

- როგორ ჩაიარა დღევანდელმა ვარჯიშმა?

- ვარჯიშმა კარგად ჩაიარა, აღდგენა გვქონდა, ბოლო თამაშის შემდეგ ორი დღე დავისვენეთ, ქალაქ შიზუოკაში ჩამოვედით და აღდგენა გავაკეთეთ, რომ მზად ვიყოთ და ხვალიდან სრული დატვირთვით შევუდგეთ ვარჯიშს. მწვრთნელმა გვითხრა, რომ წარსული უკან დავტოვოთ, წინ თამაში გვაქვს, რომელიც უნდა ჩავატაროთ კარგად, მაღალ დონეზე და მაქსიმალურად უნდა ვიბრძოლოთ. 

- საქართველო სარაგბო ქვეყანაა და როგორ გაამართლებთ ამ სახელს ავსტრალიასთან მატჩში? 

- რა თქმა უნდა ყოველთვის გავდივართ მოსაგებად და ამისთვის ვიბრძვით, თუმცა ყოველთვის ისე არ სრულდება, როგორც გვსურს. ვეცდებით, მაქსიმალურად მაღალ დონეზე ვითამაშოთ და რაც მთელი მოსამზადებელი პერიოდი ვემზადებოდით მოედანზე გადავიტანოთ. 

- ეს იქნება ალბათ ბოლო შეხვედრა, რომელშიც რამდენიმე ვეტერანის, მათ შორის მამუკა გორგოძის გვერდით ითამაშებთ. რა გრძნობაა ეს?

- რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სიამაყეა, როდესაც გუნდში გვყავს ისეთი მოთამაშეები, როგორიც არის მამუკა. სასიამოვნო არის მასთან ერთად მოედანზე ყოფნა, ვარჯიში და მთლიანად ეს შეკრების პერიოდში ურთიერთობა. დიდი დანაკლისი იქნება მისი წასვლა მომავალში ნაკრებისთვის და ასევე ჩემთვის. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე სამი შეხვედრა გამართა: ურუგვაის ბონუსით სძლია (33:6), ხოლო უელსთან (14:43) და ფიჯისთან (10:45) უშანსოდ დამარცხდა. 

კომენტარები

სვანიძე: "6 ერში ბილეთებიდან მილიონ ევროს და მეტს შოულობენ, ჩვენ საუკეთესო შემთხვევაში - 150000 ლარს"
გოჩა სვანიძემ რუსეთთან და სამხრეთ აფრიკასთან გადადებულ მატჩებზე ისაუბრა
ტოპ 14: ყველა ქართული სატრანსფერო სიახლე და სხვა ამბები, რომლებიც 2 ივნისისთვისაა ცნობილი
ინგლისური კლუბი ვასილ ლობჟანიძეს რის ვების ერთ-ერთ შემცვლელად მოიაზრებს
დავით ზირაქაშვილის მასტერკლასი ინგლისის ნაკრების და ლომების ბურჯს [VIDEO]
"სუპერ რაგბი აოთიროა" ინოვაციური წესებით გაიმართება
ემილიანო ბოფელი ტოპ 14-ში?
სერიული მკვლელი რაგბი ლიგის მატჩზე
123 ქვეყანა, რომლებიც დღეის მდგომარეობით "მსოფლიო რაგბის" წევრები არიან
12 ქართველი მორაგბე, რომლებსაც ჩემპიონთა თასზე ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული