ავსტრალიამ ურუგვაის ბონუსით სძლია

ავსტრალიამ ურუგვაის ბონუსით სძლია

D ჯგუფში მესამე შეხვედრა გამართეს ავსტრალიის და ურუგვაის ნაკრებებმა. როგორც მოსალოდნელი გახლდათ, "ვოლაბებმა" დამაჯერებლად იმარჯვეს.

მაიკლ ჩეიკას შეგირდებმა მეტოქეს შვიდი ლელო დაუდეს, რომელთაგან ხუთი გარდასახეს, ხოლო საპასუხოდ გარდასახული ლელო და ჯარიმა გაუშვეს - 45:10.

ანგარიშის მიუხედავად, ურუგვაიზე მხოლოდ კარგი ითქმის. გუნდმა ახალგაზრდული შემადგენლობით ბოლომდე იბრძოლა და მრისხანე მეტოქეს რიგ ეპიზოდებში პრობლემები შეუქმნა, რისი დასტურიც ავსტრალიელთა ორი ყვითელი ბარათია, რომლებიც პირველ ტაიმში ლუქან სალაქაია-ლოტომ და ადამ კოულმენმა მიიღეს. 

დუბლი შეასრულეს დეინ ჰეილეტ-პეტიმ და ტევიტა კურიდრანიმ, თითო ლელო კი ჯორდან პეტაიას, ჯეიმს სლიპერის და უილ გენიას ანგარიშზეა. კრისტიან ლეალიიფანომ ხუთი გარდასახვა გაიტანა. ურუგვაელთაგან ლელო მანუელ დიანამ დადო, ჯარიმა და გარდასახვა კი ფელიპე ბერხესის მონაგარშია. 

კომენტარები

ავსტრალია - ახალი ზელანდია: 2014 წლის მატჩის დრამატული ბოლო 13 წუთი [VIDEO]
ქართველების "ტულონი" სასჯელს გადაურჩა
როდის გაიმართება ესპანეთის ნაკრების და "კლასიკ ოლ ბლექსის" მატჩი?
სამხრეთ აფრიკული კლუბები სუპერ რაგბის დატოვებას აპირებენ
"მსოფლიო რაგბის" მმართველი: "რაგბის განახლებისთვის ვაქცინის არსებობა მნიშვნელოვანია"
ყველა დროის 10 საუკეთესო მექულე სანაკრებო რაგბიში
ახალი სეზონიდან ევროპაში სათამაშოდ გადასულ მორაგბეთა სიმბოლური თხუთმეტეული
იტალიის ნაკრებმა მთავარი მწვრთნელი მსოფლიოს 2023 წლის ბოლომდე დაიბევა
რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული 3 წუთი [VIDEO]
ინგლისის პრემიერშიპის გუნდს რიჩარდ კოკერილი სურს