მერაბ შარიქაძე: "ბოდიშს ვუხდი ჩვენს გულშემატკივარს, ვიცით რამდენს ნიშნავდა მათთვის ეს მატჩი"

მერაბ შარიქაძე: "ბოდიშს ვუხდი ჩვენს გულშემატკივარს, ვიცით რამდენს ნიშნავდა მათთვის ეს მატჩი"

მსოფლიო თასის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები ფიჯისთან 10:45 დამარცხდა, მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ, რომელიც ძალიან გულდაწყვეტილი და იმედგაცრუებული იყო.

"საკმარისად კარგად ვერ ვითამაშეთ, რომ ქულები მოგვეგროვებინა, ფიჯიმ კი ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა და შედეგი ძალიან გულდასაწყვეტია.

მოედანზე ყოველთვის ბოლომდე ვიბრძვით, თუმცა მარტო ბრძოლა ყოველთვის საკმარისი არ არის, რომ ქულები აიღო და თამაში მოიგო.

მინდა, ბოდიში მოვუხადო ჩვენს გულშემატკივარს, ვიცით რამდენს ნიშნავდა მათთვის ეს მატჩი და ამისთვის კიდევ ერთხელ დიდ ბოდიშს ვუხდით მათ"- განაცხადა შარიქაძემ.

კომენტარები

სვანიძე: "6 ერში ბილეთებიდან მილიონ ევროს და მეტს შოულობენ, ჩვენ საუკეთესო შემთხვევაში - 150000 ლარს"
გოჩა სვანიძემ რუსეთთან და სამხრეთ აფრიკასთან გადადებულ მატჩებზე ისაუბრა
ტოპ 14: ყველა ქართული სატრანსფერო სიახლე და სხვა ამბები, რომლებიც 2 ივნისისთვისაა ცნობილი
ინგლისური კლუბი ვასილ ლობჟანიძეს რის ვების ერთ-ერთ შემცვლელად მოიაზრებს
დავით ზირაქაშვილის მასტერკლასი ინგლისის ნაკრების და ლომების ბურჯს [VIDEO]
"სუპერ რაგბი აოთიროა" ინოვაციური წესებით გაიმართება
ემილიანო ბოფელი ტოპ 14-ში?
სერიული მკვლელი რაგბი ლიგის მატჩზე
123 ქვეყანა, რომლებიც დღეის მდგომარეობით "მსოფლიო რაგბის" წევრები არიან
12 ქართველი მორაგბე, რომლებსაც ჩემპიონთა თასზე ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული