ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]

ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]

რუსეთის ჩემპიონატის საწყის ოთხ ტურში 7 ქართული ლელო დაიდო.

ქართული ლელოების ანგარიში პირველ ტურში "მეტალურგის" რვა ნომერმა ნიკა სუხაშვილმა გახსნა, რომელმაც "ბულავა" დაალელოვა. 

ჯერჯერობით ქართველი ლეგიონერებისთვის ყველაზე შედეგიანი მეორე ტური იყო, რომელშიც ოთხი ქართული ლელო ვიხილეთ: იმავე "მეტალურგის" რიგებიდან "ბაგატირის" დალელოვება შეძლო ბურჯმა მიხეილ რატიაშვილმა, "ენისეის" ფრთამ დავით მესხმა დუბლი შეუსრულა "ბულავას", ხოლო "ლოკომოტივის" შუამარბმა ნიკოლოზ ცირეკიძემ მოსკოვის ცსკა დაალელოვა. 

მესამე ტურში მიხეილ გაჩეჩილაძემ, რომელიც ჩაკეტილი საზღვრების გამო "ენისეის" დაგვიანებით შეუერთდა, "სტრელას" დაუდო ლელო, ხოლო განვლილ ტურში "ბულავას" ბურჯმა დავით ბარბაქაძემ პენზას "ლოკომოტივის" ლელო აიღო.

იხილეთ ქართველი მორაგბეების მიერ დადებული შვიდივე გატანილი ლელო.

კომენტარები

ისრაელ ფოლაუმ მუხლის მოდრეკაზე უარი განაცხადა
სუპერ რაგბი ავსტრალიის მეხუთე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
სუპერ რაგბი აოტეაროას მერვე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
საქართველო და შემოდგომის ტესტები: რატომ არ ფიქრობენ მეორე დონის ქვეყნები ტურნირის შექმნაზე?
ვანო კარკაძე მოედანს დიდი ხნით ჩამოშორდა
მსოფლიო რაგბიმ ფიჯისთან საქართველოს 20 წლამდე ნაკრების დრამატული გამარჯვება გაიხსენა [VIDEO]
ბლუზი კრუსეიდერსს მიუახლოვდა [VIDEO]
დავით კაჭარავა: "ფორმაში შესასვლელად თამაშები გვჭირდება"
ქართველმა მორაგბეებმა გასაჭირში მყოფ "ნანტს" უერთგულეს
არგენტინის ნაკრები 4 ერის დაწყებამდე სამ მატჩს გამართავს