არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს

არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს

არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი გასტონ კორტესი (5 კეპი) კარიერას ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონატში, კონკრეტულად კი კანადურ "ტორონტოში" განაგრძობს და რაგბი მეიჯორ ლიგაში 2021 წლის სეზონს გაატარებს.

34 წლის კორტესი უკანასკნელი 8 სეზონის განმავლობაში ინგლისში თამაშობდა, სადაც 2012-2018 წლებში "ბრისტოლის" ღირსებას იცავდა, შემდეგ კი "ლესტერ ტაიგერსში" გადაბარგდა, რომლის რიგებშიც 10 მატჩის ჩატარება მოასწრო. 2020 წლის თებერვალს ის იჯარით "გლაზგო უორიორსს" შეუერთდა, თუმცა კორონავირუსის გამო პრო 14 შეჩერდა და მას შოტლანდიური ფრენჩაიზის მაისურით არ უთამაშია.

კორტესს ნაკრებში დებიუტი 2011 წელს ჰქონდა, თუმცა შემდეგ 6 წლის განმავლობაში აღარ იძახებდნენ და მხოლოდ 2018 წელს რაგბი ჩემპიონშიპში "ოლ ბლექსის" წინააღმდეგ სათამაშოდ უხმეს. 

 

კომენტარები

ისრაელ ფოლაუმ მუხლის მოდრეკაზე უარი განაცხადა
სუპერ რაგბი ავსტრალიის მეხუთე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
სუპერ რაგბი აოტეაროას მერვე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
საქართველო და შემოდგომის ტესტები: რატომ არ ფიქრობენ მეორე დონის ქვეყნები ტურნირის შექმნაზე?
ვანო კარკაძე მოედანს დიდი ხნით ჩამოშორდა
მსოფლიო რაგბიმ ფიჯისთან საქართველოს 20 წლამდე ნაკრების დრამატული გამარჯვება გაიხსენა [VIDEO]
ბლუზი კრუსეიდერსს მიუახლოვდა [VIDEO]
დავით კაჭარავა: "ფორმაში შესასვლელად თამაშები გვჭირდება"
ქართველმა მორაგბეებმა გასაჭირში მყოფ "ნანტს" უერთგულეს
არგენტინის ნაკრები 4 ერის დაწყებამდე სამ მატჩს გამართავს