ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია

ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია

ინგლისის ნაკრების კვაჭი ჯეიმი ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია და ქვედა ლიგაში ითამაშებს. 

ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების პირველხაზელი ლონდონურ კლუბში დარჩენას რომ აპირებდა, ამის შესახებ დაახლოებით ორი-სამი თვის წინ დაიწერა, ახლა კი ეს ოფიციალურადაც დადასტურდა და 29 წლის მორკინალი მშობლიურ გუნდში, რომლის ღირსებასაც 2009 წლიდან იცავს, კიდევ სამი წლის განმავლობაში ანუ 2023 წლამდე ითამაშებს.

ჯორჯის "სარასენსის" რიგებში 226-ჯერ უთამაშია და 34 ლელოს გატანა მოახერხა, ხოლო ინგლისის ნაკრების კვართი 53-ჯერ აქვს მორგებული და მეტოქეთა ლელო 3-ჯერ აიღო. მან 2015 და 2019 წლების მსოფლიო თასებზე იასპარეზა.

შეგახსენებთ, რომ "სარასენსი" სახელფასო ჭერის დარღვევის გამო უმკაცრესად დასაჯეს და პრემიერშიპიდან დააქვეითეს. შესაბამისად, გაისად ლონდონური გრანდი ჩემპიონშიპში ითამაშებს. 

კომენტარები

ისრაელ ფოლაუმ მუხლის მოდრეკაზე უარი განაცხადა
სუპერ რაგბი ავსტრალიის მეხუთე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
სუპერ რაგბი აოტეაროას მერვე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
საქართველო და შემოდგომის ტესტები: რატომ არ ფიქრობენ მეორე დონის ქვეყნები ტურნირის შექმნაზე?
ვანო კარკაძე მოედანს დიდი ხნით ჩამოშორდა
მსოფლიო რაგბიმ ფიჯისთან საქართველოს 20 წლამდე ნაკრების დრამატული გამარჯვება გაიხსენა [VIDEO]
ბლუზი კრუსეიდერსს მიუახლოვდა [VIDEO]
დავით კაჭარავა: "ფორმაში შესასვლელად თამაშები გვჭირდება"
ქართველმა მორაგბეებმა გასაჭირში მყოფ "ნანტს" უერთგულეს
არგენტინის ნაკრები 4 ერის დაწყებამდე სამ მატჩს გამართავს