"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა

"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა

იაპონიის ნაკრების ვარსკვლავი კოტარო მაცუშიმა საფრანგეთში ჩავიდა და ახალი კლუბის "კლერმონის" სტადიონს "სტად მარსელ მიშელინს" ეწვია. 

27 წლის მაცუშიმა მილტონ ჰეიგის გუნდში "სანტორი სანგოლიასში" თამაშობდა და მისი "კლერმონში" გადასვლა რამდენიმე თვის წინ გადაწყდა, თუმცა საზღვრების ჩაკეტვის და საერთაშორისო ფრენების შეზღუდვის გამო, საფრანგეთში ჩასვლა აქამდე ვერ შეძლო. ის "ვულკანებთან" ერთად ვარჯიშს ორშაბათიდან დაიწყებს. 

იაპონელმა ფრთამ 2019 წლის მსოფლიო თასი ბრწყინვალედ ჩაატარა და 5 მატჩში 5 ლელო დადო. სულ კი, ნაკრებში 38 კეპი აქვს მოხვეჭილი და 19 ლელოს გატანა მოახერხა. 

 

კომენტარები

ისრაელ ფოლაუმ მუხლის მოდრეკაზე უარი განაცხადა
სუპერ რაგბი ავსტრალიის მეხუთე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
სუპერ რაგბი აოტეაროას მერვე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
საქართველო და შემოდგომის ტესტები: რატომ არ ფიქრობენ მეორე დონის ქვეყნები ტურნირის შექმნაზე?
ვანო კარკაძე მოედანს დიდი ხნით ჩამოშორდა
მსოფლიო რაგბიმ ფიჯისთან საქართველოს 20 წლამდე ნაკრების დრამატული გამარჯვება გაიხსენა [VIDEO]
ბლუზი კრუსეიდერსს მიუახლოვდა [VIDEO]
დავით კაჭარავა: "ფორმაში შესასვლელად თამაშები გვჭირდება"
ქართველმა მორაგბეებმა გასაჭირში მყოფ "ნანტს" უერთგულეს
არგენტინის ნაკრები 4 ერის დაწყებამდე სამ მატჩს გამართავს