"მონპელიე" 2020/2021 - 39 პროფესიონალი, 27 ჟიფი და 2 ქართველი

"მონპელიე" 2020/2021 - 39 პროფესიონალი, 27 ჟიფი და 2 ქართველი

© Icon Sport

გუშინ "მონპელიეს" ოფიციალურმა ვებგვერდმა იმ მორაგბეების სია გამოაქვეყნა, რომლებიც 2020/2021 წლების სეზონში  პროფესიონალური კონტრაქტით ითამაშებენ. 

ასეთი მორაგბეების რიცხვი "მონპელიეში" 39 გახლავთ, რომელთაგან "ჟიფი" (სტატუსი, რომლითაც უცხოელი მორაგბე ფრანგს უთანაბრდება) 27 მოთამაშეა. მომდევნო სეზონისთვის პროფესიონალური კონტაქტი ორ ქართველს ექნება: ბურჯებს ლევან ჩილაჩავას და მიხეილ ნარიაშვილს, ხოლო ესპუარების კონტრაქტი აქვთ ალექსი ჭიჭიაშვილს, გიგი ლეშკაშელს და გელა აფრასიძეს.

აფრასიძე ძირითად გუნდთან ერთად დიდი ხანია ვარჯიშობს და სანამ 2019/2020 წლების სეზონი ჩაიშლებოდა, მას რამდენიმე მატჩის ჩატარება მოუწია და "რასინგ 92"-ს ლელოც დაუდო. გელა მომდევნო სეზონისთვის კლუბის მესამე ცხრა ნომრად განიხილება. ასე რომ, მას ძირითად გუნდში აუცილებლად ვიხილავთ. გასულ სეზონში დებიუტი ჰქონდა ჭიჭიაშვილსაც, ხოლო ლეშკაშელი 7-კაცას ჩემპიონატზე ვიხილეთ. 

შეგახსენებთ, რომ ტოპ 14-ის ახალი სეზონი 5 სექტემბერს დაიწყება. 

კომენტარები

ისრაელ ფოლაუმ მუხლის მოდრეკაზე უარი განაცხადა
სუპერ რაგბი ავსტრალიის მეხუთე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
სუპერ რაგბი აოტეაროას მერვე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
საქართველო და შემოდგომის ტესტები: რატომ არ ფიქრობენ მეორე დონის ქვეყნები ტურნირის შექმნაზე?
ვანო კარკაძე მოედანს დიდი ხნით ჩამოშორდა
მსოფლიო რაგბიმ ფიჯისთან საქართველოს 20 წლამდე ნაკრების დრამატული გამარჯვება გაიხსენა [VIDEO]
ბლუზი კრუსეიდერსს მიუახლოვდა [VIDEO]
დავით კაჭარავა: "ფორმაში შესასვლელად თამაშები გვჭირდება"
ქართველმა მორაგბეებმა გასაჭირში მყოფ "ნანტს" უერთგულეს
არგენტინის ნაკრები 4 ერის დაწყებამდე სამ მატჩს გამართავს