ოფიციალურად: კონსტანტინე მიქაუტაძემ "მონპელიე" დატოვა

ოფიციალურად: კონსტანტინე მიქაუტაძემ "მონპელიე" დატოვა

საქართველოს ნაკრების მეორეხაზელმა კონსტანტინე მიქაუტაძემ "მონპელიე" დატოვა.

29 წლის მხტომელს ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურა, თუმცა მის წასვლაზე აქამდე ოფიციალურად არ თქმულა. გუშინ კი, "მონპელიემ" მომდევნო სეზონისთვის ძირითადი გუნდის 39-კაციანი განაცხადი გამოაქვეყნა, რომელშიც მიქაუტაძე არ ფიგურირებს. აღნიშნული ინფორმაციის შესახებ, ცნობილი ფრანგული გამოცემა "ოლრაგბიც" წერს. 

კონსტანტინე ამჟამად ტრავმირებულია და სარეაბილიტაციო პროცესს გადის. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად განაგრძობს კარიერას. ის "მონპელიეში" 2016 წელს "ტულონიდან" გადავიდა და 63 მატჩში 1 ლელოს დადება მოახერხა

კომენტარები

ისრაელ ფოლაუმ მუხლის მოდრეკაზე უარი განაცხადა
სუპერ რაგბი ავსტრალიის მეხუთე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
სუპერ რაგბი აოტეაროას მერვე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
საქართველო და შემოდგომის ტესტები: რატომ არ ფიქრობენ მეორე დონის ქვეყნები ტურნირის შექმნაზე?
ვანო კარკაძე მოედანს დიდი ხნით ჩამოშორდა
მსოფლიო რაგბიმ ფიჯისთან საქართველოს 20 წლამდე ნაკრების დრამატული გამარჯვება გაიხსენა [VIDEO]
ბლუზი კრუსეიდერსს მიუახლოვდა [VIDEO]
დავით კაჭარავა: "ფორმაში შესასვლელად თამაშები გვჭირდება"
ქართველმა მორაგბეებმა გასაჭირში მყოფ "ნანტს" უერთგულეს
არგენტინის ნაკრები 4 ერის დაწყებამდე სამ მატჩს გამართავს