"7 ნოემბერს საფრანგეთი არ ითამაშებს" - საქართველოსთან ტესტი საეჭვოა?

"7 ნოემბერს საფრანგეთი არ ითამაშებს" - საქართველოსთან ტესტი საეჭვოა?

საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა და "მსოფლიო რაგბის" ვიცე-პრეზიდენტმა ბერნარდ ლაპორტმა, საფრანგეთის ნაკრებთან მიმართებაში ნოემბრის ტესტებზე ისაუბრა.

ჯერჯერობით შემოდგომის ტესტებზე ოფიციალური გადაწყვეტილება არ მიღებულია, თუმცა სავარაუდოდ, მისი ჩაშლა მოხდება, რადგან "სანზაარი" ამ დროისთვის რაგბი ჩემპიონშიპის ჩატარებას გეგმავს, რაც ავტომატურად გამორიცხავს სამხრეთული ქვეყნების ჩრდილოეთში ვიზიტს.

ლაპორტის თქმით, კლუბებთან შეთანხმება მიღწეულია და საფრანგეთი შემოდგომის ტესტებზე 6 მატჩს გამართავს. აქედან ერთი მატჩი 6 ერის გადადებული, ბოლო ტურის მატჩია ირლანდიასთან. გარდა ამისა, "ლე ბლემ" 3 მატჩი აუცილებლად შინ უნდა ჩაატაროს, როგორც ამას 6 ერის ქვეყნები აკეთებენ ხოლმე ტრადიციულად. სანაკრებო ფანჯარა 24 ოქტომბრიდან 5 დეკემბრამდე გასტანს.

ირლანდიასთან მატჩი გასაგებია, თუმცა დანარჩენ მატჩებზე კონკრეტული არაფერი თქმულა. წინა კვირას დაიწერა, რომ ტესტების ჩაშლის შემთხვევაში, 6 ერის ხელმძღვანელობა ფიჯის და იაპონიას მოიწვევდა და ერთჯერად ტურნირს ჩაატარებდა, ამაზე ლაპორტს არ უსაუბრია, თუმცა როგორც დაიწერა, გამორიცხული არაა, რომ საფრანგეთის მეტოქეები შეიცვალოს.

თავდაპირველი გეგმის მიხედვით, "ლე ბლეს" ნოემბერში საქართველოს, ავსტრალიის და სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა. თუ 4 ერი შემოდგომაზე ჩატარდება, ამ მატჩების ჩატარება გამორიცხული იქნება. რა ბედი ეწევა "ბორჯღალოსნებთან" მატჩს ეს ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ერთი ისეთი რამ დაიწერა, რამაც შეიძლება ეს ტესტი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.

ბერნარდ ლაპორტის თქმით, 7 ნოემბერს საერთაშორისო მატჩები არ გაიმართება და მორაგბეებს საშუალება ექნებათ, რომ კლუბებს დაუბრუნდნენ და ტოპ 14-ის მერვე ტურში დაეხმარნონ. 7 ნოემბერს კი სწორედ საფრანგეთის და საქართველოს მატჩი გახლდათ დაგეგმილი, თუმცა შესაძლებელია, რომ უბრალოდ თარიღი შეიცვალოს და მატჩი მაინც გაიმართოს. ვნახოთ, როგორც რაიმე ახალი გახდება ცნობილი, ამას მაშინვე შეგატყობინებთ, ბოლო ცნობები კი ასეთი გახლავთ. 

კომენტარები

ისრაელ ფოლაუმ მუხლის მოდრეკაზე უარი განაცხადა
სუპერ რაგბი ავსტრალიის მეხუთე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
სუპერ რაგბი აოტეაროას მერვე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
საქართველო და შემოდგომის ტესტები: რატომ არ ფიქრობენ მეორე დონის ქვეყნები ტურნირის შექმნაზე?
ვანო კარკაძე მოედანს დიდი ხნით ჩამოშორდა
მსოფლიო რაგბიმ ფიჯისთან საქართველოს 20 წლამდე ნაკრების დრამატული გამარჯვება გაიხსენა [VIDEO]
ბლუზი კრუსეიდერსს მიუახლოვდა [VIDEO]
დავით კაჭარავა: "ფორმაში შესასვლელად თამაშები გვჭირდება"
ქართველმა მორაგბეებმა გასაჭირში მყოფ "ნანტს" უერთგულეს
არგენტინის ნაკრები 4 ერის დაწყებამდე სამ მატჩს გამართავს