"ლესტერ ტაიგერსმა" ინგლისის ნაკრების ვარსკვლავებთან კონტრაქტები გაახანგრძლივა

"ლესტერ ტაიგერსმა" ინგლისის ნაკრების ვარსკვლავებთან კონტრაქტები გაახანგრძლივა

ინგლისის ნაკრების ვარსკვლავებმა ბენ იანგსმა, ჯორჯ ფორდმა და ელის გენჯმა "ლესტერ ტაიგერსთან" ახალ კონტრაქტს მოაწერეს ხელი.

25 წლის გენჯი "ტაიგერსის" ღირსებას 2016 წლიდან იცავს და ამ პერიოდში 70 მატჩის ჩატარება მოასწრო. მგეზავ ჯორჯ ფორდს კლუბში დებიუტი 2009 წელს 16 წლის ასაკში ჰქონდა, "ბათში" გარეტებული 4 წლის შემდეგ ფორდი მშობლიურ კლუბში დაბრუნდა, სადაც საერთო ჯამში 90 შეხვედრა აქვს ჩატარებული. რაც შეეხება ბენ იანგსს, ინგლისის ნაკრებში ყველაზე მეტი კეპის მქონე ჰავბექი ლესტერულ კლუბში 2007 წლიდან ასპარეზობს და 244 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 

შეგახენებთ, რომ კორნავირუსის გამო ინგლისურ გრანდს მორაგბეებისთვის ხელფასების შემცირება სურდა, რის გამოც გუნდთან კონტრაქტი ერთბაშად ექვსმა მორაგბემ ტელუსა ვეაინუმ, მანუ ტუილაგიმ, კაილ ისტმუნდმა, გრეგ ბეიტმენმა, ჯორდან ტაუფუამ და ნოელ რიდმა გაწყვიტა. საუბარი იყო სხვა ვარსკვლავების წასვლაზეც, თუმცა როგორც ვხედავთ გუნდის მესვეურებმა მათი შენარჩუნება მოახერხეს.

კომენტარები

ისრაელ ფოლაუმ მუხლის მოდრეკაზე უარი განაცხადა
სუპერ რაგბი ავსტრალიის მეხუთე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
სუპერ რაგბი აოტეაროას მერვე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
საქართველო და შემოდგომის ტესტები: რატომ არ ფიქრობენ მეორე დონის ქვეყნები ტურნირის შექმნაზე?
ვანო კარკაძე მოედანს დიდი ხნით ჩამოშორდა
მსოფლიო რაგბიმ ფიჯისთან საქართველოს 20 წლამდე ნაკრების დრამატული გამარჯვება გაიხსენა [VIDEO]
ბლუზი კრუსეიდერსს მიუახლოვდა [VIDEO]
დავით კაჭარავა: "ფორმაში შესასვლელად თამაშები გვჭირდება"
ქართველმა მორაგბეებმა გასაჭირში მყოფ "ნანტს" უერთგულეს
არგენტინის ნაკრები 4 ერის დაწყებამდე სამ მატჩს გამართავს