"მსოფლიო რაგბიმ" საქართველოს არასრული რუკა გამოსახა

"მსოფლიო რაგბიმ" საქართველოს არასრული რუკა გამოსახა

"მსოფლიო რაგბიმ" გუშინ საკუთარ "ტვიტერზე" სტატუსი გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარი იყო, თუ რომელ ენაზე როგორ აღნიშნავენ 10 ნომრის პოზიციას. 

რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ მსოფლიო რუკა გამოსახა და წევრი ორგანიზაციების ტერიტორიაზე მონიშნა, თუ როგორ ითქმის მოცემულ ქვეყანაში 10 ნომერი. რა თქმა უნდა, ფიგურირებდა საქართველოც, სადაც ხსენებულ პოზიციას მგეზავად მოვიხსენიებთ. 

თუმცა, ჩვენ ყურადღებას სხვა რამეზე ვამახვილებთ. "მსოფლიო რაგბის" მიერ დადებულ მსოფლიო რუკაზე, საქართველოს ტერიტორია არასრულად იყო გამოსახული და ფოტოზე ვხედავთ, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად არის აღნიშნული. 

როგორც ჩანს, რაგბის მმართველ ორგანიზაციაში დაშვებულ შეცდომას მალევე მიხვდნენ და დღეს ეს სტატუსი აღარ იძებნება, თუმცა სანამ წაიშლებოდა, ჩვენ ფოტოს გადაღება მოვასწარით და ჩავთვალეთ, რომ ეს გულშემატკივარსაც უნდა ენახა, მითუმეტეს, რომ "მსოფლიო რაგბის" მიერ საქართველოსთან მიმართებაში დაშვებული უხეში შეცდომა პირველი შემთხვევა არაა და თუ გავიხსენებთ 2019 წლის მსოფლიო თასს, ურუგვაისთან მოგებულ მატჩში "ბორჯღალოსნების" მიერ დადებულ ლელოებზე რუსული სიმღერები ირთვებოდა, რამაც მერაბ შარიქაძის და მილტონ ჰეიგის უკმაყოფილება გამოიწვია, რის შემდეგაც მსოფლიო თასის ოფიციალურმა  პრესსამსახურმა ქართულ მხარეს ოფიციალურად მოუბოდიშა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველო "მსოფლიო რაგბის" წევრი 1992 წელს გახდა. მას შემდგომ "ბორჯღალოსნებმა" 5 მსოფლიო თასზე მიიღეს მონაწილეობა და ამჟამად მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზე იმყოფებიან.

წაშლილი ბმული

კომენტარები

ისრაელ ფოლაუმ მუხლის მოდრეკაზე უარი განაცხადა
სუპერ რაგბი ავსტრალიის მეხუთე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
სუპერ რაგბი აოტეაროას მერვე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
საქართველო და შემოდგომის ტესტები: რატომ არ ფიქრობენ მეორე დონის ქვეყნები ტურნირის შექმნაზე?
ვანო კარკაძე მოედანს დიდი ხნით ჩამოშორდა
მსოფლიო რაგბიმ ფიჯისთან საქართველოს 20 წლამდე ნაკრების დრამატული გამარჯვება გაიხსენა [VIDEO]
ბლუზი კრუსეიდერსს მიუახლოვდა [VIDEO]
დავით კაჭარავა: "ფორმაში შესასვლელად თამაშები გვჭირდება"
ქართველმა მორაგბეებმა გასაჭირში მყოფ "ნანტს" უერთგულეს
არგენტინის ნაკრები 4 ერის დაწყებამდე სამ მატჩს გამართავს