ქართველების "სტად ფრანსე" აქტიურობას განაგრძობს

ქართველების "სტად ფრანსე" აქტიურობას განაგრძობს

გიორგი მელიქიძის და ვასილ კაკოვინის "სტად ფრანსე" სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას განაგრძობს. 

როგორც იცით, პარიზულ კლუბში გადაბარგდა ბორჯღალოსანი ვასილ კაკოვინი, გარდა ამისა სუპერ რაგბიში არსებული არეულობის შემდეგ "ხაგუარესიდან" მთავარ მწვრთნელად გონსალო კესადა დაბრუნდა, რომელსაც მეორეხაზელი მარკოს კრემერიც გაჰყვა თან. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ "სტად ფრანსეში" გადავიდა "გლოსტერის" სამხრეთ აფრიკელი მეორეხაზელი გერბრანდტ გრობლერი. 

28 წლის მორაგბე ჯერ ჯერობით უკანასკნელია, რომელმაც ინგლისური კლუბიდან იოჰან აკერმანის წასვლის შემდეგ, პრემიერშიპში მოასპარეზე გუნდი დატოვა. აქამდე ცნობილი იყო, რომ გლოსტერულ კლუბს ფრანკო მოსტერტი, ტომ მარშალი, ფრანკო მარიასი, რუან დრაიერი, ქალამ ბრეილი, ოუენ უილიამსი, აარონ ჰინკლი და სიმონ ლინსელი დატოვებდნენ. 

გრობლერისთვის არც ტოპ 14-ია უცხო ჩემპიონატი, მას 2016-2017 წლების სეზონში "რასინგ 92"-ს შემადგენლობაში უთამაშია, "სტად ფრანსესთან" კი ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კომენტარები

ისრაელ ფოლაუმ მუხლის მოდრეკაზე უარი განაცხადა
სუპერ რაგბი ავსტრალიის მეხუთე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
სუპერ რაგბი აოტეაროას მერვე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
საქართველო და შემოდგომის ტესტები: რატომ არ ფიქრობენ მეორე დონის ქვეყნები ტურნირის შექმნაზე?
ვანო კარკაძე მოედანს დიდი ხნით ჩამოშორდა
მსოფლიო რაგბიმ ფიჯისთან საქართველოს 20 წლამდე ნაკრების დრამატული გამარჯვება გაიხსენა [VIDEO]
ბლუზი კრუსეიდერსს მიუახლოვდა [VIDEO]
დავით კაჭარავა: "ფორმაში შესასვლელად თამაშები გვჭირდება"
ქართველმა მორაგბეებმა გასაჭირში მყოფ "ნანტს" უერთგულეს
არგენტინის ნაკრები 4 ერის დაწყებამდე სამ მატჩს გამართავს