ბერნარდ ლაპორტი პრეზიდენტობას ისევ აპირებს

ბერნარდ ლაპორტი პრეზიდენტობას ისევ აპირებს

საფრანგეთის რაგბის კავშირის ამჟამინდელი პრეზიდენტი ბერნარდ ლაპორტი, არჩევნებში კენჭისყრას მეორედაც აპირებს.

საფრანგეთის რაგბს კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება. 

"ველოდებოდი შაბათს გასამართ გენერალურ ასამბლეას, რომ მენახა რას ფიქრობდნენ კლუბები. პლებისციტის შედეგები გამბედაობას გვმატებს მე და ჩემ გუნდს, რომ გავაგრძელოთ ფრანგულ რაგბიში დაწყებული ტრანსფორმაცია" - განაცხადა ლაპორტმა. 

შეგახსენებთ, რომ ლაპორტი სულ ცოტა ხნის წინ "მსოფლიო რაგბის" არჩევნებში ბილ ბომონტის გამარჯვების შემდეგ ვიცე პრეზიდენტად დაინიშნა, საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტობამდე ის ჯერ საფრანგეთის ნაკრებს წვრთნიდა 1999-2007 წლებში, შემდეგ კი 2011-დან 2016 წლამდე "ტულონის" ვარსკვლავურ გუნდს გაუძღვა ისტორიულ მიღწევამდე, როდესაც ტულონელებმა ზედიზედ სამჯერ მოახერხეს ჰეინიკენის თასის მოგება.

კომენტარები

ისრაელ ფოლაუმ მუხლის მოდრეკაზე უარი განაცხადა
სუპერ რაგბი ავსტრალიის მეხუთე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
სუპერ რაგბი აოტეაროას მერვე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
საქართველო და შემოდგომის ტესტები: რატომ არ ფიქრობენ მეორე დონის ქვეყნები ტურნირის შექმნაზე?
ვანო კარკაძე მოედანს დიდი ხნით ჩამოშორდა
მსოფლიო რაგბიმ ფიჯისთან საქართველოს 20 წლამდე ნაკრების დრამატული გამარჯვება გაიხსენა [VIDEO]
ბლუზი კრუსეიდერსს მიუახლოვდა [VIDEO]
დავით კაჭარავა: "ფორმაში შესასვლელად თამაშები გვჭირდება"
ქართველმა მორაგბეებმა გასაჭირში მყოფ "ნანტს" უერთგულეს
არგენტინის ნაკრები 4 ერის დაწყებამდე სამ მატჩს გამართავს