იურგენ კლოპი: "ლივერპულმა" "ოლ ბლექსს" უნდა მიბაძოს"

იურგენ კლოპი: "ლივერპულმა" "ოლ ბლექსს" უნდა მიბაძოს"

საფეხბურთო კლუბმა "ლივერპულმა" 30-წლიანი პაუზის შემდეგ, ინგლისის ჩემპიონატის მოგება დამაჯერებლად მოახერხა და ნანატრი ტიტული ტურნირის დასრულებამდე შვიდი ტურით ადრე მოახერხა.

წარმატების მთავარი შემოქმედი გერმანელი სპეციალისტი იურგენ კლოპია, რომელმაც გასულ სეზონში გუნდს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა, წელს კი - ოცნებად ქცეული პრემიერლიგა. 

რამდენიმე დღის წინ, პრესაში კლოპის საინტერესო ინტერვიუ გავრცელდა, რომელშიც მან ახალი ზელანდიის სარაგბო ნაკრებო ახსენა. გერმანელი მწვრთნელის თქმით, "ლივერპულმა" "ოლ ბლექსს" უნდა მიბაძოს და ტიტულის მოგების შემდეგ, მომდევნო სეზონში ზუსტად ისე უნდა შეინარჩუნონ სულისკვეთება, როგორც ამას ახალზელანდიელი მორაგბეები აკეთებენ.

"სანამ ამ მაისურს ატარებ, უფლება არ გაქვს, რომ 100%-ზე ნაკლებით დაიხარჯო. ეს არ არის ჩემი ფრაზა - ეს "ოლ ბლექსისგან" მოდის. 

მე "ოლ ბლექსზე" მშვენიერი დოკუმენტური ფილმი ვნახე, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. იმან, თუ როგორ საუბრობდნენ ეს დიდი ბიჭები. ისინი იყვნენ მოყვარულები... ბევრ მათგანს მიზერული ხელფასი ჰქონდა. ისინი მუშაობდნენ ყასაბებად, მშენებლებად და ა.შ. ეს საკმაოდ შთამბეჭდავი ბიჭები უბრალოდ საუბრობდნენ თავიანთ წარსულზე და იმაზე, თუ რას ნიშნავდა მათთვის "ოლ ბლექსში" თამაში.

"ლივერპულის" თითოეული მოთამაშისთვის და ჩემთვისაც ასე უნდა იყოს. ეს არის ის, რისთვის ჩვენ ვცდილობთ ვიცხოვროთ. ჩვენ შეგვიძლია ყველას დავანახოთ, რომ ვთამაშობთ არა ვალდებულების გამო, არამედ იმიტომ, რომ თამაში გვინდა", - განაცხადა იურგენ კლოპმა.

კომენტარები

ისრაელ ფოლაუმ მუხლის მოდრეკაზე უარი განაცხადა
სუპერ რაგბი ავსტრალიის მეხუთე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
სუპერ რაგბი აოტეაროას მერვე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
საქართველო და შემოდგომის ტესტები: რატომ არ ფიქრობენ მეორე დონის ქვეყნები ტურნირის შექმნაზე?
ვანო კარკაძე მოედანს დიდი ხნით ჩამოშორდა
მსოფლიო რაგბიმ ფიჯისთან საქართველოს 20 წლამდე ნაკრების დრამატული გამარჯვება გაიხსენა [VIDEO]
ბლუზი კრუსეიდერსს მიუახლოვდა [VIDEO]
დავით კაჭარავა: "ფორმაში შესასვლელად თამაშები გვჭირდება"
ქართველმა მორაგბეებმა გასაჭირში მყოფ "ნანტს" უერთგულეს
არგენტინის ნაკრები 4 ერის დაწყებამდე სამ მატჩს გამართავს