"ბრივის" სამი ქართველი ესპუარი მომდევნო სეზონისთვის ძირითად გუნდთან ერთად ემზადება

"ბრივის" სამი ქართველი ესპუარი მომდევნო სეზონისთვის ძირითად გუნდთან ერთად ემზადება

"ბრივის" ესპუარების 18 მორაგბე მომდევნო სეზონისთვის ძირითად გუნდთან ერთად ემზადება.

კლუბმა 2020/2021 წლების სეზონისთვის მომზადება რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. სამწვრთნელო სტაფმა მოსამზადებელი ცენტრიდან 18 მორაგბე შეარჩია, რომლებიც პრე-სეზონზე ძირითად გუნდთან ერთად მოემზადებიან და სრულფასოვან ფიზიკურ მომზადებას გაივლიან.

მწვრთნელები თვლიან, რომ ახალგაზრდა მორაგბეების განვითარებისთვის და უმაღლეს დონეზე ინტეგრირებისთვის ეს საჭირო  პროცესია და კლუბის სამომავლო კეთილდღეობისთვისაც მნიშვნელოვანია.

აღსანიშნავია, რომ ამ 18 მორაგბიდან 3 ქართველია: კვაჭი ვანო კარკაძე, მარჯვენა ბურჯი ლუკა ჯაფარიძე და მგეზავი თედო აბჟანდაძე, რომლებსაც ძირითად გუნდში დებიუტი 2019/2020 წლების სეზონში ჰქონდათ, თუმცა ჯერჯერობით კვლავ ესპუარების კონტრაქტი  აქვთ და მთავარი გუნდის წევრებად არ ითვლებიან.

კომენტარები

ისრაელ ფოლაუმ მუხლის მოდრეკაზე უარი განაცხადა
სუპერ რაგბი ავსტრალიის მეხუთე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
სუპერ რაგბი აოტეაროას მერვე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
საქართველო და შემოდგომის ტესტები: რატომ არ ფიქრობენ მეორე დონის ქვეყნები ტურნირის შექმნაზე?
ვანო კარკაძე მოედანს დიდი ხნით ჩამოშორდა
მსოფლიო რაგბიმ ფიჯისთან საქართველოს 20 წლამდე ნაკრების დრამატული გამარჯვება გაიხსენა [VIDEO]
ბლუზი კრუსეიდერსს მიუახლოვდა [VIDEO]
დავით კაჭარავა: "ფორმაში შესასვლელად თამაშები გვჭირდება"
ქართველმა მორაგბეებმა გასაჭირში მყოფ "ნანტს" უერთგულეს
არგენტინის ნაკრები 4 ერის დაწყებამდე სამ მატჩს გამართავს