"ლესტერ ტაიგერსმა" ტელუსა ვეაინუს შემცვლელს მიაგნო

"ლესტერ ტაიგერსმა" ტელუსა ვეაინუს შემცვლელს მიაგნო

როგორც ბრიტანული მედია იტყობინება "ლესტერ ტაიგერსმა" ფულბეკ ტელუსა ვეაინუს შემცვლელი იპოვა, რომელიც მიმდინარე სეზონის შემდეგ გუნდს დატოვებს.

ტონგელი უკანა ხაზელი იმ 6 მორაგბეს შორის არის, რომლებმაც ხელფასის შემცირებაზე უარი თქვეს და ამის გამო, თავისუფალი აგენტები გახდნენ. მასთან ერთად გუნდი დატოვეს მანუ ტუილაგიმ, კაილ ისტმუნდმა, გრეგ ბეიტმენმა, ჯორდან ტაუფუამ და ნოელ რიდმა. 

ვეაინუ კარიერას ფრანგულ "სტად ფრანსეში" გააგრძელებს, ხოლო The Rugby paper-ის ინფორმაციით ლესტერულმა კლუბმა მისი შემცვლელი უკვე მოძებნა და ეს მოთამაშე 33 წლის ვეტერანი ნიკ აბენდანონი იქნება, რომელიც მიმდინარე სეზონის შემდეგ "კლერმონში" გამოსვლას ასრულებს და თავისუფალი აგენტი ხდება. 

აბენდანონს ინგლისის ნაკრებში 2 მატჩი აქვს ჩატარებული, 2014 წელს "კლერმონში" გადასვლამდე ის "ბათის" ღირსებას იცავდა და საკმაოდ წარმატებითაც ასპარეზობდა. 8 წლის განმავლობაში მას "ბათის" რიგებში 207 მატჩი აქვს ჩატარებული. 

კომენტარები

ისრაელ ფოლაუმ მუხლის მოდრეკაზე უარი განაცხადა
სუპერ რაგბი ავსტრალიის მეხუთე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
სუპერ რაგბი აოტეაროას მერვე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
საქართველო და შემოდგომის ტესტები: რატომ არ ფიქრობენ მეორე დონის ქვეყნები ტურნირის შექმნაზე?
ვანო კარკაძე მოედანს დიდი ხნით ჩამოშორდა
მსოფლიო რაგბიმ ფიჯისთან საქართველოს 20 წლამდე ნაკრების დრამატული გამარჯვება გაიხსენა [VIDEO]
ბლუზი კრუსეიდერსს მიუახლოვდა [VIDEO]
დავით კაჭარავა: "ფორმაში შესასვლელად თამაშები გვჭირდება"
ქართველმა მორაგბეებმა გასაჭირში მყოფ "ნანტს" უერთგულეს
არგენტინის ნაკრები 4 ერის დაწყებამდე სამ მატჩს გამართავს