გრეიგ ლეიდლოუმ იაპონიას მიაშურა

გრეიგ ლეიდლოუმ იაპონიას მიაშურა

© Craig Watson

შოტლანდიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი გრეიგ ლეიდლოუ კარიერას იაპონიაში განაგრძობს.

34 წლის ჰავბექს "კლერმონთან" კონტრაქტი 30 ივნისს დაუსრულდა და "შაინინგ არკსთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. გარდა ამისა, იაპონურმა კლუბმა მომდევნო სეზონისთვის ავსტრალიელი მესამეხაზელი ლიამ გილი და კვაჭი ანარუ რანგი დაიმატა.

"ახალ გამოწვევას მოუთმენლად ველოდები, მზად ვარ გავუზიარო ჩემი გამოცდილება ამ ფანტასტიკურ ქვეყანას, სადაც ასევე ბევრი ვისწავლე. აქ შესანიშნავი სარაგბო კულტურაა და ამ ქვეყანას ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცის შემოთავაზება შეუძლია", - განაცხადა შოტლანდიელმა ცხრა ნომერმა.

ლეიდლოუმ 2011-2019 წლებში შოტლანდიის ნაკრებში 76 კეპი მოიხვეჭა და 714 ქულა გაიტანა. მან სანაკრებო კარიერა იაპონიაში გამართული 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ დაასრულა. 

კომენტარები

ისრაელ ფოლაუმ მუხლის მოდრეკაზე უარი განაცხადა
სუპერ რაგბი ავსტრალიის მეხუთე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
სუპერ რაგბი აოტეაროას მერვე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
საქართველო და შემოდგომის ტესტები: რატომ არ ფიქრობენ მეორე დონის ქვეყნები ტურნირის შექმნაზე?
ვანო კარკაძე მოედანს დიდი ხნით ჩამოშორდა
მსოფლიო რაგბიმ ფიჯისთან საქართველოს 20 წლამდე ნაკრების დრამატული გამარჯვება გაიხსენა [VIDEO]
ბლუზი კრუსეიდერსს მიუახლოვდა [VIDEO]
დავით კაჭარავა: "ფორმაში შესასვლელად თამაშები გვჭირდება"
ქართველმა მორაგბეებმა გასაჭირში მყოფ "ნანტს" უერთგულეს
არგენტინის ნაკრები 4 ერის დაწყებამდე სამ მატჩს გამართავს