რაგბის კლუბი "არესი" საქართველოს რაგბის კავშირისადმი მიმართვას ავრცელებს

რაგბის კლუბი "არესი" საქართველოს რაგბის კავშირისადმი მიმართვას ავრცელებს

საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის ბინადარი, სარაგბო კლუბი "არესი" საქართველოს რაგბის კავშირისადმი მიმართვას ავრცელებს, რომელიც ქუთაისურმა კლუბმა თავის ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.

გთავაზობთ აღნიშნულ მიმართვას:

"დღეს ჩვენი კლუბის დაარსებიდან ზუსტად ხუთი წელი გავიდა. როგორც ყველა გუნდმა ჩვენც საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობა რანგით ყველაზე დაბალ რეგიონული ლიგიდან დავიწყეთ და პირველივე სეზონში მოვახერხეთ ამ რთული ბარიერის დაძლევა, 14 თამაშიდან 14 გამარჯვებით და პირველ ლიგაში გადავედით. ჩვენი კლუბის ეს წარმატება კარგად ახსოვს როგორც ჩვენს გულშემატკივარს ისე ჩვენი კლუბის მოთამაშეებსაც, რომლთა დიდი ნაწილი დაარსების დღიდან დღემდე ჩვენი კლუბის ღირსებას იცავს. მიუხედავად ამ წარმატებისა თითეული ჩვენგანი არ ვცხოვრობდით წარსულის გამარჯვებით.

თავდაუზოგავი შრომით ნაბიჯ- ნაბიჯ ვცდილობდით მიგვეხწია უფრო მაღალი საფეხურისთვის. ისიც კარგად გვქონდა გააზრებული ყველა ჩვენი წინ გადადგმული ნაბიჯი თუ რამხელა პასუხისმგებლობა იყო. განვლილი ხუთი წლის მანძილზე იყო მომენტი როცა ვიბრძოდით პირველ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის, ვიბრძოდით უფრო მაღალ ლიგაში ასასვლელად, ვიბრძოდით ჩვენი მოთამაშის სიცოცხლის გადასარჩენად, რომელშიც მარცხმა ჩვენში მოუშუშებელი იარა დატოვა,მაგრამ ყველა ამ ბრძოლაში ვიბრძოდით სამართლიანად,სიმართლისთვის და სპორტულად.

დღევანდელი ბრძოლა კი არ გავს არცერთ სხვა ბრძოლებს, რადგან დღეს გუნდი რომელიც არასდროს ყოფილა არასპორტული და არასამართლიანი გადაწყვეტილებების მომხრე იბრძვის სიმართლისთვის და სამართლიანობისთვის. 2019-2020 წლის სეზონი ხშირად გვახსენებდა ჩვენს პირველ სეზონს რადგან ერთმანეთის მიყოლებით ვიგებდით თამაშებს და სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე 15 დან 15 თამაში მოვიგეთ, აქედან 13 პრემიალურით, გავიტანეთ 1041 ქულა და მივიღეთ 59. სატურნირო ცხრილს 73 ქულით ვლიდერობთ.

როდესაც ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიური მდგომარეობიდან გამომდინარეე ჩვენი ჩემპიონატი გაურკვეველი ვადით შეწყდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა ყველანაირი კანონის დაცვით ვაგრძელებდით სპორტულ აქტივობებს მანამ სანამ გაურკვევლობაში ყოფნამ პიკს არ მიაღწია. არ ჩანდა ადამიანი ვინც პასუხს გაგვცემდა ჩვენს მომავალზე. ჩვენც დავიწყეთ ფიქრი მოთამაშეების ფსიქოლოგიურ და მორალურ მდგომარეობაზე რადგან რთული იყო გვევარჯიშა ისე რომ არ იცოდე რისთვის აკეთებდი ამას, მითუმეტეს როცა ეს ყველაფერი ხდებოდა ანაზგაურების გარეშე.

დღეს ჩვენი კლუბი დგას ძალიან რთული მოცემულობის წინაშე რომელიც გამოიყურება შემდეგნაირად: საშეჯიბრო კომიტეტმა გამგეობას წარუდგინა სამპუნქტიანი გეგმა, რომელიც ამავდროულად გადმოეგზავნა კლუბებს (აღნიშნულ გეგმას წარმოგიდგენთ ფოტოს სახით), რომელზეც ზემოდ ხსენებულმა ორგანომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს 8 ივლისს.

რაგბის კლუბი არესი მოგიწოდებთ საქართველოს რაგბის კავშირში შემავალ ყველა სუბიექტს გაითვალისწინოთ და იმოქმედოთ სპორტული და სამართლიანი პრინციპებით დაცვით, გაითვალისწინოთ რაგბის ქარტიის შინაარსი რომლითაც აქამდე ცდილობდით მანიპულირებას საზოგადეობაზე და მხარში დაუდგეთ ქართული რაგბის განვითარებას,მიიღოთ გადაწყვეტილება ჩემპიონატის განახლების შესახებ და მისცეთ კლუბებს საშუალება სამართლიან გარემოში გადაწყდეს მიმდინარე ჩემპიონატში როგორც დიდი 10-ში,პირველი ლიგაში ისე რეგიონულ ლიგაში ჩემპიონატის მონაწილე გუნდების ბედი."

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, "არესს" ყველა მატჩი აქვს მოგებული, უახლოეს მდევარს "ვეფხვებს" 4 ქულით უსწრებს და რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტური რჩება

კომენტარები

ისრაელ ფოლაუმ მუხლის მოდრეკაზე უარი განაცხადა
სუპერ რაგბი ავსტრალიის მეხუთე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
სუპერ რაგბი აოტეაროას მერვე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
საქართველო და შემოდგომის ტესტები: რატომ არ ფიქრობენ მეორე დონის ქვეყნები ტურნირის შექმნაზე?
ვანო კარკაძე მოედანს დიდი ხნით ჩამოშორდა
მსოფლიო რაგბიმ ფიჯისთან საქართველოს 20 წლამდე ნაკრების დრამატული გამარჯვება გაიხსენა [VIDEO]
ბლუზი კრუსეიდერსს მიუახლოვდა [VIDEO]
დავით კაჭარავა: "ფორმაში შესასვლელად თამაშები გვჭირდება"
ქართველმა მორაგბეებმა გასაჭირში მყოფ "ნანტს" უერთგულეს
არგენტინის ნაკრები 4 ერის დაწყებამდე სამ მატჩს გამართავს