ისრაელ ფოლაუს მომავალი გარკვეულია

ისრაელ ფოლაუს მომავალი გარკვეულია

ავსტრალიის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა ისრაელ ფოლაუმ, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში ცნობილი სკანდალის შემდეგ რაგბი ლიგაში გადაბარგდა, თავის ამჟამინდელ კლუბ "კატალან დრაგონსთან" ახალი ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და საფრანგეთში მინიმუმ 2021 წლის სეზონის ბოლომდე დარჩება.

კატალონიური კლუბის ინფორმაციით, მოთამაშის მიმართ დიდი ინტერესი არსებობდა, თუმცა ფოლაუსთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. 31 წლის მორაგბე "დრაგონსში" მიმდინარე წლის იანვარში მას შემდეგ გადავიდა, რაც რაგბი ავსტრალიამ სოციალურ ქსელებში გაკეთებული კომენტარების გამო მორაგბეს ყველა კონტრაქტი გაუწყვიტა. 

ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე საუბარი იყო, რომ ფოლაუ ნაციონალურ რაგბი ლიგაში დაბრუნდებოდა, თუმცა როგორც ჩანს ავსტრალიელმა მორაგბემ საფრანგეთში დარჩენა გადაწყვიტა. 
 

კომენტარები

ისრაელ ფოლაუმ მუხლის მოდრეკაზე უარი განაცხადა
სუპერ რაგბი ავსტრალიის მეხუთე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
სუპერ რაგბი აოტეაროას მერვე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
საქართველო და შემოდგომის ტესტები: რატომ არ ფიქრობენ მეორე დონის ქვეყნები ტურნირის შექმნაზე?
ვანო კარკაძე მოედანს დიდი ხნით ჩამოშორდა
მსოფლიო რაგბიმ ფიჯისთან საქართველოს 20 წლამდე ნაკრების დრამატული გამარჯვება გაიხსენა [VIDEO]
ბლუზი კრუსეიდერსს მიუახლოვდა [VIDEO]
დავით კაჭარავა: "ფორმაში შესასვლელად თამაშები გვჭირდება"
ქართველმა მორაგბეებმა გასაჭირში მყოფ "ნანტს" უერთგულეს
არგენტინის ნაკრები 4 ერის დაწყებამდე სამ მატჩს გამართავს