დავით ზირაქაშვილი: "ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა"

დავით ზირაქაშვილი: "ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა"

გუშინ ძალიან სასიამოვნო და მოულოდნელი სიახლე გავიგეთ: დავით ზირაქაშვილი კვლავ რაგბიში დარჩება და "ლა როშელის" შერკინების კონსულტანტი იქნება.

დავით ზირაქაშვილმა "კლერმონში" 16 წელი გაატარა, 2004-2020 წლებში 337 შეხვედრა ჩაატარა და 18 ლელო გაიტანა, ხოლო საქართველოს ნაკრებში 2004-2015 წლებში 53 კეპი მოიხვეჭა, 8 ლელო დადო და სამ მსოფლიო თასზე ითამაშა. "ზირაქას" "ვულკანებთან" კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურა და კარიერა ოფიციალურად დაასრულა.

ქართული რაგბის და "კლერმონის" ლეგენდის თქმით, ეს ნაბიჯი დაგეგმილი არ ჰქონია და ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა.

"მე არავისთვის არაფერი მითხოვია, ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა", - განაცხადა ზირაქაშვილმა, რომლის თქმითაც ის ვერ წარმოიდგენდა, თუ ასე სწრაფად მოუხდებოდა რაგბიში დაბრუნება. მას არაფრის მოლოდინი არ ჰქონდა, თუმცა მის მიმართ რამდენიმე თხოვნა წამოვიდა. 

"ეს არის პროექტი, რომელიც მე მომწონს და ასევე "ლა როშელი" არის კლუბი, რომელიც მომწონს. მე არ ვიქნები მწვრთნელი, ვიქნები კონსულტანტი, მხოლოდ შერკინების ასპექტში", - ამბობს "ზირაქა", რომელმაც აღნიშნა, რომ კარგი ურთიერთობა აქვს "ლა როშელის" სპორტულ დირექტორთან ჯონო გიბსთან.

21-ე საუკუნის ტოპ 14-ის ერთ-ერთი საუკეთესო ბურჯის თქმით, ეს ნაბიჯი მას საშუალებას მისცემს, რომ რაგბიში დარჩეს, რადგან სპორტიდან ასე უეცრად წასვლა ადვილი არ არის. ზირაქაშვილი ოვერნის (რეგიონი, რომელშიც კლერმონ-ფერანი მდებარეობს) დატოვებას არ აპირებს. იქ ის საკუთარი საქმიანობითაა დაკავებული და "ლა როშელში" კვირაში მხოლოდ ორი დღე იქნება დაკავებული.

"ეს გადაწყვეტილება საშუალებას მომცემს, რომ კვლავ ჩართული ვიყო რაგბიში, რადგან ასე ერთბაშად წასვლა იოლი არაა. ახალ სამუშაოში ყველაფერს ჩავდებ, რათა მოვუტანო გუნდს ის სარგებელი, რაც შემიძლია და დაკისრებული მოვალეობა კარგად შევასრულო", - დაასრულა საუბარი ზირაქაშვილმა.

კომენტარები

ისრაელ ფოლაუმ მუხლის მოდრეკაზე უარი განაცხადა
სუპერ რაგბი ავსტრალიის მეხუთე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
სუპერ რაგბი აოტეაროას მერვე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
საქართველო და შემოდგომის ტესტები: რატომ არ ფიქრობენ მეორე დონის ქვეყნები ტურნირის შექმნაზე?
ვანო კარკაძე მოედანს დიდი ხნით ჩამოშორდა
მსოფლიო რაგბიმ ფიჯისთან საქართველოს 20 წლამდე ნაკრების დრამატული გამარჯვება გაიხსენა [VIDEO]
ბლუზი კრუსეიდერსს მიუახლოვდა [VIDEO]
დავით კაჭარავა: "ფორმაში შესასვლელად თამაშები გვჭირდება"
ქართველმა მორაგბეებმა გასაჭირში მყოფ "ნანტს" უერთგულეს
არგენტინის ნაკრები 4 ერის დაწყებამდე სამ მატჩს გამართავს