"ჯვაროსნებმა" "მთიელები" მეორე ტაიმში დაარბიეს [VIDEO]

"ჯვაროსნებმა" "მთიელები" მეორე ტაიმში დაარბიეს [VIDEO]

სუპერ რაგბი აოტეაროას მეოთხე რაუნდში "ჰაილენდერსი" დანიდინში "კრუსეიდერსს" დაუხვდა და პირველ ტაიმში ნაჩვენები კარგი თამაშის მიუხედავად, უშანსოდ დამარცხდა.

"მთიელებმა" პირველი ნახევარი მაღალ დონეზე ჩაატარა და ორი ლამაზი ლელოც დადო. პირველი ლელო შენონ ფრიზელის მძლავრ მიძალებს მოჰყვა, რომელმაც დაახლოებით 10 მეტრი ისე გაიარა, რომ ხუთმა მეტოქემ ვერ შეაჩერა და ბურთი ლელოში შეიტანა, მეორე ლელო კი აარონ სმიტის შესანიშნავ გარღვევას მოჰყვა, რომელიც პუნივაის ლელოთი დასრულდა. მიტჩელ ჰანტმა ორივე გარდასახვა და ორი ჯარიმა გაიტანა, სტუმრებმა კი ერთი გარდაუსახავი ლელო დადო, მოუნგამ სამი ჯარიმა გაიტანა და ტაიმი მასპინძლებმა 17:14 მოიგეს.

მეორე ნახევარში კი ყველაზე სხვაგვარად წარიმართა. "ჯვაროსნებმა" უდიდესი უპირატესობა მოიპოვეს და მეტოქე ოთხჯერ დაალელოვეს, საპასუხოდ კი მხოლოდ ერთი ჯარიმა მიიღეს და ბონუსით იმარჯვეს - 20:40.

"კრუსეიდერსს" სამი მატჩის შემდეგ 14 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, ხოლო "ჰაილენდერსი" 5 ქულით მესამე პოზიციას იკავებს.

კომენტარები

ისრაელ ფოლაუმ მუხლის მოდრეკაზე უარი განაცხადა
სუპერ რაგბი ავსტრალიის მეხუთე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
სუპერ რაგბი აოტეაროას მერვე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
საქართველო და შემოდგომის ტესტები: რატომ არ ფიქრობენ მეორე დონის ქვეყნები ტურნირის შექმნაზე?
ვანო კარკაძე მოედანს დიდი ხნით ჩამოშორდა
მსოფლიო რაგბიმ ფიჯისთან საქართველოს 20 წლამდე ნაკრების დრამატული გამარჯვება გაიხსენა [VIDEO]
ბლუზი კრუსეიდერსს მიუახლოვდა [VIDEO]
დავით კაჭარავა: "ფორმაში შესასვლელად თამაშები გვჭირდება"
ქართველმა მორაგბეებმა გასაჭირში მყოფ "ნანტს" უერთგულეს
არგენტინის ნაკრები 4 ერის დაწყებამდე სამ მატჩს გამართავს