დავით ზირაქაშვილი ტოპ 14-ის კლუბთან ითანამშრომლებს, რომელიც "კლერმონი" არაა

დავით ზირაქაშვილი ტოპ 14-ის კლუბთან ითანამშრომლებს, რომელიც "კლერმონი" არაა

რამდენიმე წუთის წინ ძალიან საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. "ლა როშელის" სარაგბო დირექტორმა ჯონო გიბსმა განაცხადა, რომ მათთან მომდევნო სეზონში დავით ზირაქაშვილი ითანამშრომლებს.

ლეგენდარულმა ქართველმა ბურჯმა, რომელმაც "კლერმონში" 16 სეზონი გაატარა (2004-2020 - 337 მატჩი, 18 ლელო), კარიერა წლევანდელი ჩაშლილი სეზონის შემდეგ დაასრულა. "ლა როშელის" დირექტორის თქმით, ქართული რაგბის და "კლერმონის" ლეგენდა შერკინების კონსულტანტი იქნება.

"დავით ზირაქაშვილი კლუბთან ითანამშომლებს, როგორც შერკინების კონსულტანტი", - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ აქამდე "ლა როშელის" სამწვრთნელო შტაბში აქვსენტი გიორგაძე მუშაობდა, რომელმაც კლუბი ორი დღის წინ, კონტრაქტის ამოწურვამდე ორი წლით ადრე დატოვა.

კომენტარები

ისრაელ ფოლაუმ მუხლის მოდრეკაზე უარი განაცხადა
სუპერ რაგბი ავსტრალიის მეხუთე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
სუპერ რაგბი აოტეაროას მერვე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
საქართველო და შემოდგომის ტესტები: რატომ არ ფიქრობენ მეორე დონის ქვეყნები ტურნირის შექმნაზე?
ვანო კარკაძე მოედანს დიდი ხნით ჩამოშორდა
მსოფლიო რაგბიმ ფიჯისთან საქართველოს 20 წლამდე ნაკრების დრამატული გამარჯვება გაიხსენა [VIDEO]
ბლუზი კრუსეიდერსს მიუახლოვდა [VIDEO]
დავით კაჭარავა: "ფორმაში შესასვლელად თამაშები გვჭირდება"
ქართველმა მორაგბეებმა გასაჭირში მყოფ "ნანტს" უერთგულეს
არგენტინის ნაკრები 4 ერის დაწყებამდე სამ მატჩს გამართავს