"დაქსმა" ქართველი ბურჯი დაიმატა

"დაქსმა" ქართველი ბურჯი დაიმატა

"დაქსმა" გამოცდილი ბურჯი მიშა კელენჯერიძე დაიმატა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდმა გაავრცელა და ახალი წევრი წარადგინა.

33 წლის ქართველი პირველხაზელი ახალ კლუბში "მონტობანიდან" გადავიდა, რომლის რიგებშიც 2019/2020 წლების სეზონის პრო დ2-ში ოთხი შეხვედრა ჩაატარა. კელენჯერიძე "დაქსისთვის" მეოთხე ახალწვეულია.

2019/2020 წლების სეზონი "დაქსმა" ფედერალ 1-ის მეოთხე ჯგუფში გაატარა და სეზონის ჩაშლამდე 18 ტურის შემდეგ 77 ქულით მეორე  ადგილზე იმყოფებოდა. მომდევნო სეზონში კი ახლად შექმნილ ნაციონალურ ლიგაში ითამაშებს, რომელიც რანგით მესამე დივიზიონი იქნება და ფედერალ 1-ის 14 ელიტარული გუნდი მოიყრის თავს. 

კომენტარები

ისრაელ ფოლაუმ მუხლის მოდრეკაზე უარი განაცხადა
სუპერ რაგბი ავსტრალიის მეხუთე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
სუპერ რაგბი აოტეაროას მერვე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
საქართველო და შემოდგომის ტესტები: რატომ არ ფიქრობენ მეორე დონის ქვეყნები ტურნირის შექმნაზე?
ვანო კარკაძე მოედანს დიდი ხნით ჩამოშორდა
მსოფლიო რაგბიმ ფიჯისთან საქართველოს 20 წლამდე ნაკრების დრამატული გამარჯვება გაიხსენა [VIDEO]
ბლუზი კრუსეიდერსს მიუახლოვდა [VIDEO]
დავით კაჭარავა: "ფორმაში შესასვლელად თამაშები გვჭირდება"
ქართველმა მორაგბეებმა გასაჭირში მყოფ "ნანტს" უერთგულეს
არგენტინის ნაკრები 4 ერის დაწყებამდე სამ მატჩს გამართავს