ახალზელანდიელი მსოფლიო ჩემპიონი რუსეთის ჩემპიონატში?

ახალზელანდიელი მსოფლიო ჩემპიონი რუსეთის ჩემპიონატში?

რუსეთის რაგბის ფედერაციის სპორტულმა დირექტორმა სერგეი მარკოვმა რუსულენოვან სარაგბო საიტ Rugger.info-სთან საუბარში ახალი ზელანდიის ნაკრებთან ერთად 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონ ზაკ გილფორდის ტრანსფერზე ისაუბრა, რომელიც ცოტა ხნის წინ ტაგანროგის "ბულავაში" გადასვლასთან ახლოს იყო. 

"შესაძლოა ყველამ არ იცის და ახლა ამას ეთერში ვიტყვი. კონტრაქტი გაფორმებული იყო 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონ ზაკ გილფორდთან. ძალიან გამიხარდებოდა მისი ტაგანროგში და რუსეთის ჩემპიონატში ხილვა, მაგრამ ჯერ ჯერობით ეს არ გამოდის, კორონავირუსმა გეგმები არია" - განაცხადა მარკოვმა.

Rugger.info-ს ინფორმაციით "ბულავას" პრეს სამსახურში დაადასტურეს, რომ გილფორდი ჯერ არ ჩასულა რუსულ კლუბში. 

"დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ზაკი ტაგანროგში არ იმყოფება და მისი ჩამოსვლა კორონავირუსის პანდემიის გამო დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას" - განაცხადა "ბულავას" პიარ მენეჯერმა ილია შჩეპილოვმა. 

31 წლის გილფორდი პოზიციით გარემარბი და ფულბეკია, მას ახალი ზელანდიის ნაკრების რიგებში 11 მატჩი აქვს ჩატარებული და 2011 წლის მსოფლიო თასზე მიიღო მონაწილეობა, სადაც "ოლ ბლექსთან" ერთად ჩემპიონი გახდა. საკლუბო კარიერის მანძილზე ისეთ ძლიერ გუნდებში უთამაშია, როგორებიც არის ჰარიქეინსი, კრუსეიდერსი, ვორათაზი და კლერმონი.

კომენტარები

სუპერ რაგბი აოტეაროა: "ჰარიქეინსმა" დაძაბულ შეხვედრაში იმარჯვა [VIDEO]
რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა