აქვსენტი გიორგაძე "ლაროშელიდან" მიდის

აქვსენტი გიორგაძე "ლაროშელიდან" მიდის

ფრანგული "ლაროშელის" ოფიციალური ვებ გვერდის ინფორმაციით, "ლაროშელის" შერკინების და აუტის მწვრთნელ აქვსენტი გიორგაძესა და კლუბს შორის შეთანხმება მოხდა, რის შემდეგაც ვეტერანი ბორჯღალოსანი გუნდს 2019/2020 წლების სეზონის ბოლოს ანუ მიმდინარე ზაფხულს დატოვებს. 

44 წლის ქართველ სპეციალისტს გუნდთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებდა, თუმცა განცხადებაში ნათქვამია, რომ გიორგაძემ სურვილი გამოთქვა გაამდიდროს თავისი პროფესიონალური გამოცდილება და გზა გაუხსნას ახალ პერსპექტივებს. 

გიორგაძე აქტიური კარიერის დასრულების შემდეგ 2012-2015 წლებში "ლაროშელის" კონსულტანტი იყო, 2015 წლიდან კი გუნდს მუდმივად შეუერთდა. საბოლოო ჯამში "ლაროშელის" ფორვარდებს 5 წელი ავარჯიშებდა და ამ დროის მანძილზე მისმა გუნდმა ორჯერ მოახერხა ტოპ 14-ის ნახევარფინალში და ერთხელ ჩელენჯ თასის ფინალში გასვლა. გარდა ამისა, 2017 წელს ტოპ 14-ის საუკეთესო სამწვრთნელო შტაბის წოდება სწორედ "ლაროშელის" შტაბმა მოიპოვა, რომლის წევრიც აქვსენტი გიორგაძეც გახლდათ.

"ლაროშელი" აქვსენტი გიორგაძეს გაეული სამსახურისთვის დიდ მადლობას უხდის და მომავალში წარმატებებს უსურვებს.

კომენტარები

სუპერ რაგბი აოტეაროა: "ჰარიქეინსმა" დაძაბულ შეხვედრაში იმარჯვა [VIDEO]
რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა