მიხეილ გაჩეჩილაძე "ენისეის" დაუბრუნდა

მიხეილ გაჩეჩილაძე "ენისეის" დაუბრუნდა

©enisei-stm

"ენისეის" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, რუსეთის ჩემპიონს ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ გაჩეჩილაძე დაუბრუნდა.

საქართველოს ნაკრების მესამეხაზელმა მოსამზადებელი პერიოდი და რუსეთის ჩემპიონატის საწყისი ორი ტური გამოტოვა, რადგან კორონავირუსის გამო საქართველოში საზღვრები ჩაკეტილი იყო და მისი რუსეთში ჩასვლის საკითხი მხოლოდ გასულ კვირას გადაწყდა. 

29 წლის მორკინალი კრასნოიარსკში კვირას ჩავიდა, კორონავირუსის ტესტი წარმატებით ჩააბარა და დღეს კლუბთან ერთად ვარჯიში დაიწყო. რამდენად მზად არის "სტრელასთან" სათამაშოდ, ამას უკვე სამწვრთნელო შტაბი გადაწყვეტს. "ენისეის" განცხადებაში წერია, რომ გაჩეჩილაძე თბილისში ყოფნისას ბევრს ვარჯიშობდა, მშვენიერი ფიზიკური ფორმა შეინარჩუნა და მისი ჩამოსვლა კლუბს ძალიან გააძლიერებს.

რუსეთის ჩემპიონატის მესამე ტურში "ენისეი" ხუთშაბათს "ავანგარდზე" "სტრელას" უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება და ის უმაყურებლოდ ჩატარდება

კომენტარები

სუპერ რაგბი აოტეაროა: "ჰარიქეინსმა" დაძაბულ შეხვედრაში იმარჯვა [VIDEO]
რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა