ნოემბრის ტესტების ჩაშლის შემთხვევაში, 6 ერი ერთჯერადი ტურნირისთვის 2 გუნდს მოიწვევს

ნოემბრის ტესტების ჩაშლის შემთხვევაში, 6 ერი ერთჯერადი ტურნირისთვის 2 გუნდს მოიწვევს

ფრანგული პრესის ცნობით, იმ შემთხვევაში თუ ნოემბრის ტესტები ჩაიშლება, 6 ერი ორ გუნდს დაიმატებს და შემოდგომაზე ერთჯერად ტურნირს ჩაატარებს.

სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრები მოწვეულ გუნდებშიც არ ფიგურირებს. მოწვეულ გუნდებში ფიჯის და იაპონიის ნაკრებებზეა საუბარი. 

საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ბერნარდ ლაპორტმა ტოპ 14-ის კლუბებთან კონსულტაციები გაიარა, რის შემდეგადაც გადაწყდა, რომ სანაკრებო ფანჯარა 12 ოქტომბრიდან 5 დეკემბრამდე იქნება. ამ პერიოდში იგეგმება 6 ერის გადადებული მატჩების ჩატარებაც. გარდა ამისა, 17 ოქტომბერს მარსელში ჩემპიონთა თასის ფინალი უნდა გაიმართოს და ამ შეხვედრისთვის ნაკრების მოთამაშეები გათავისუფლებულები იქნებიან კლუბების სასარგებლოდ.

წინასწარ დადგენილი განრიგის თანახმად, "ლე ბლე" პირველ მატჩს 24 ოქტომბერს გამართავს, სავარაუდოდ, შოტლანდიის ან უელსის წინააღმდეგ. შემდეგ მატჩში კი იგეგმება, რომ საფრანგეთის ნაკრები "სტად დე ფრანსზე" ირლანდიის წინააღმდეგ 6 ერის ბოლო მატჩს გამართავს, რასაც ერთჯერადი ტურნირი მოჰყვება. 8 გუნდი ორ 4-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდება და მატჩები 14, 21 და 28 ნოემბერს ჩატარდება. 

5 დეკემბერს კი თითოეული ჯგუფის საუკეთესო გუნდები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან. ერთმანეთის წინააღმდეგ  ადგილების მიხედვით ითამაშებენ სხვა გუნდებიც.

გარდა ამისა, ფრანგული პრესა კიდევ ერთ რაღაცას წერს, რაც ქართველი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს. 7-8 ნოემბერს, ტურნირის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე გუნდებს თავისუფალი ფანჯარა ექნებათ და შეეძლებათ იმ ქვეყნებთან ტესტების გამართვა, რომლებიც მოგზაურობის შეზღუდვის გამო დაზარალდებიან და ტურნირებს მიღმაც დარჩებიან. 

შეგახსენებთ, რომ სწორედ 7 ნოემბერს არის ჩანიშნული საფრანგეთის და საქართველოს ნაკრების ტესტ-მატჩი, რომელიც სენტ-ეტიენში უნდა გაიმართოს. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარი ზემოხსენებულის მიხედვით იქნება გადანაწილებული, მაშინ "ლე ბლეს" "ბორჯღალოსნებთან" თამაში კვლავ შეეძლებათ. თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ მაშინ ამოქმედდება, თუ ნოემბრის ტესტები ჩაიშლება.

კომენტარები

სუპერ რაგბი აოტეაროა: "ჰარიქეინსმა" დაძაბულ შეხვედრაში იმარჯვა [VIDEO]
რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა