2020 წლის 4 ერის გათამაშება, შესაძლოა, ახალ ზელანდიაში ჩატარდეს

2020 წლის 4 ერის გათამაშება, შესაძლოა, ახალ ზელანდიაში ჩატარდეს

2020 წლის 4 ერის გათამაშება, სავარაუდოდ ახალ ზელანდიაში ჩატარდება, ამის შესახებ ავსტრალიელი ჟურნალისტი უეინ სმიტი იტყობინება. 

სმიტის მიიჩნევს, რომ ავსტრალია დიდი ალბათობით მხარს დაუჭერს ტურნირის ყველა მატჩის ახალ ზელანდიაში ჩატარებას, ხოლო არგენტინა და სამხრეთ აფრიკა კი ამ გადაწყვეტილებას ისედაც მხარს დაუჭერენ. 

ტურნირის ერთ ქვეყანაში ჩატარების იდეა პირველად არ გაჟღერებულა ახალ ზელანდიამდე საუბარი იყო ჩემპიონატის აავსტრალიაში ჩატარებაზე, რადგან კორონავირუსის გამო სამხრეთ აფრიკაში და არგენტინაში თამაშების ჩატარება ვერ მოხერხდება. 

ავსტრალიაში სუპერ რაგბის თავიანთი ვერსია 3 ივლისს დაიწყება, ხოლო ახალ ზელანდიაში სუპერ რაგბი აოტეაროა 13 ივნისს დაიწყო და სტადიონებზე არანაირი შეზღუდვა არ არის დაწესებული, მაშინ როდესაც ავსტრალიაში თითოეულ მატჩზე დასწრება 10 000-მდე გულშემატკივარს შეეძლება. ახალ ზელანდიას ტურნირის მასპინძლობისთვის ავსტრალიასთან შედარებით კიდევ ის უპირატესობა აქვს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები ნულამდეა დაყვანილი და შესაძლებლობა იქნება სტადიონები ბოლომდე შეივსოს, რაც ტურნირის კომერციულადაც წარმატებულს გახდის.

კომენტარები

სუპერ რაგბი აოტეაროა: "ჰარიქეინსმა" დაძაბულ შეხვედრაში იმარჯვა [VIDEO]
რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა