ქართველების "ბრივმა" ხელფასები შეამცირა

ქართველების "ბრივმა" ხელფასები შეამცირა

ქართველი ლეგიონერების "ბრივი" ტოპ 14-ის იმ კლუბთა რიცხვს შეუერთდა, რომელთაც კორონავირუსისგან მიღებული ზიანის გამო ხელფასები შეამცირა, ამის შესახებ ფრანგული კლუბის საიტი იტყობინება. ხელფასების შემცირება როგორც მორაგბეებს, ისე ხელმძღვანელობას ეხება. 

გუნდის გენერალურმა დირექტორმა ხავიერ რიკმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და კლუბის წევრებს ამ კეთილშობილური ჟესტისთვის მადლობა გადაუხადა: 

"ამ ჟესტით მორაგბეები და თანამშრომლები უჩვენებენ თავიანთ დამოკიდებულებას "ბრივისადმი". ჩვენ მათ გულთბილ მადლობას ვუხდით ამ სოლიდარული საქციელის გამო. ეს შეთანხმება კლუბს საშუალებას აძლევს ამ რთულ პერიოდში 110-ე სეზონი დაიწყოს უფრო მშვიდად და განაგრძოს განვითარება" - განაცხადა რიკმა. 

აქვე იმასაც გეტყვით, რომ რა რაოდენობით შემცირდება "ბრივში" ხელფასები დაკონკრეტებული არ არის. 

კომენტარები

სუპერ რაგბი აოტეაროა: "ჰარიქეინსმა" დაძაბულ შეხვედრაში იმარჯვა [VIDEO]
რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა