ახალი ზელანდია, ინგლისი თუ ფიჯი? - რომელ ნაკრებში ითამაშებს სუპერ რაგბის ახალი ვარსკვლავი

ახალი ზელანდია, ინგლისი თუ ფიჯი? - რომელ ნაკრებში ითამაშებს სუპერ რაგბის ახალი ვარსკვლავი

წლევანდელი სამხრეთული საკლუბო სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა უდავოდ "ბლუზის" 21 წლის მესამეხაზელი ჰოსკინს სოტუტუა, რომელიც 8 ნომრის პოზიციაზე შესანიშნავად ასპარეზობს.

ახალგაზრდა მორაგბემ სუპერ რაგბის შეწყვეტამდე 6 შეხვედრის ჩატარება მოასწრო და 1 ლელო გაიტანა, ხოლო სხვა ფორმატით განახლდებულ სუპერ რაგბი აოტეაროაში 3-ჯერ ითამაშა და 1 ლელო დადო. მას სამი ტურის შემდეგ, ყველაზე მეტი 27 ბოჭვა აქვს გაკეთებული და ყველაზე მეტჯერ 22-ჯერ აქვს ბურთი წაღებული.

სოტუტუს შთამბეჭდავი თამაში უყურადღებოდ არც სარაგბო პრესას დარჩენილია, არც გულშემატკივრებს და მითუმეტეს რაგბის კავშირებს, თანაც სამი ქვეყნის. საქმე იმაშია, რომ სოტუტუს უფლება აქვს ახალი ზელანდიის, ინგლისის ან ფიჯის ნაკრებში ითამაშოს. კონკრეტულად კი, ის დაბადებულია ახალ ზელანდიაში და გამოვლილი აქვს იქაური სარაგბო სკოლა, მამა ფიჯელი ჰყავს, ხოლო დედა - ინგლისი. "მსოფლიო რაგბის" მოქმედი წესების თანახმად, მას სამივე ამ ქვეყანაში თამაშის უფლება აქვს და 21 წლის მორაგბის გადასაწყვეტია, თუ რომელ ნაკრებში ითამაშებს.

როგორც ცნობილია, სოტუტუს თავისთან ხილვა სამივე ნაკრებს სურს. 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, "ოლ ბლექსიდან" წავიდა ქირან რიდი, რომელიც ძალიან დიდხანს თამაშობდა ნაკრებში და შესაბამისად, რვა ნომრის პრობლემა ამ ხნის განმავლობაში არ ყოფილა. ახლა კი, ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხად სწორედ შემკვრელის პოზიცია მოიაზრება. როგორც ირკვევა, ახალი ზელანდიის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი იან ფოსტერი ყურადღებით აკვირდება ახლად გამოჩენილ ტალანტს და სურვილი აქვს, რომ "ოლ ბლექსის" შეკრებაზე იხილოს.

სოტუტუს ხილვა სურს და მასთან შეხვედრას გეგმავს ფიჯის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ვერნ კოტერი, რომელიც შეეცდება დაარწმუნოს, რომ არჩევანი "მფრინავი ფიჯელების" სასარგებლოდ გააკეთოს. ცნობისთვის, ჰოსკინსის მამას ვაისაკი სოტუტუს ფიჯის ნაკრებში 12 კეპი აქვს მოხვეჭილი.

ასევე ცნობილია, რომ სოტუტუს აკვირდება ედი ჯონსიც, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ მიცემულ ინტერვიუში ირონიულად  აღნიშნა, რომ ახალ ზელანდიას მსოფლიოში სამი საუკეთესო აკადემია ჰყავს ფიჯის, ტონგას და სამოას სახით, საიდანაც საუკეთესო ტალანტები ძალიან ხშირად მიყავს. როგორც ჩანს, "ახალი ზელანდიის აკადემიით" ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელიც დაინტერესდა.

ჯერჯერობით, სოტუტუს გადაწყვეტილება არ მიუღია. 

კომენტარები

სუპერ რაგბი აოტეაროა: "ჰარიქეინსმა" დაძაბულ შეხვედრაში იმარჯვა [VIDEO]
რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა