"ხაგუარესის" ხუთი მორაგბე ევროპის გზას ადგას

"ხაგუარესის" ხუთი მორაგბე ევროპის გზას ადგას

კორონავირუსის გამო 2020 წლის სუპერ რაგბი შეწყდა და მხოლოდ შეცვლილი სახით, ადგილობრივი ჩემპიონატების ფორმატით განახლდა, რის გამოც არგენტინა, რომელსაც მხოლოდ ერთი ფრენჩაიზი ჰყავს, თამაშგარეში დარჩა. ამ მომენტისთვის უცნობია, თუ როგორ ჩატარდება 2021 წლის ტურნირი, თუმცა დიდი შანსია, რომ სუპერ რაგბი ჩვეული ფორმატით ვერც გაისად გაიმართოს. ამიტომაც,  არგენტინის რაგბის კავშირმა "ხაგუარესის" მორაგბეებს ნება დართო, რომ ევროპულ კლუბებთან კონტრაქტი გაეფორმებინათ.

არგენტინა უკვე დატოვეს მეორეხაზელმა გიდო პეტიმ, რომელიც "ბორდოს" შეუერთდა და ახლად შექმნილი "სეიბოსის" კაპიტანმა, შუამარბმა ლუკას მენსამ. ის "ვალანს რომანში" იასპარეზებს. ძალიან ახლოსაა კიდევ სამი ტრანსფერი: კვაჭი ხულიან მონტოჟა "ლესტერ ტაიგერსს" უნდა შეუერთდეს, მეორე/მესამეხაზელი მარკოს კრემერი "სტად ფრანსეში" გადავა, ხოლო უკანახაზელი ემილიანო ბოფელი დიდი ალბათობით "რასინგ 92"-ის ღირსებას დაიცავს, სადაც მას ხუან იმოფი დახვდება.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, ევროპის გზას "ხაგუარესის" კიდევ ხუთი მორაგბე ადგას. როგორც იწერება, ტოპ 14-ის "პოს" მგეზავ ხოაკინ დიაზ ბონიშას და მეორეხაზელ ლუკას პაულოსის დამატება სურს, ხოლო ახლად გამდიდრებულ "ბეზიეს", რომელსაც არაბი ინვესტორები ჩაუდგნენ სათავეში და პრო დ2-დან ელიტაში აღზევება დაისახეს მიზნად, ბურჯების მაშკო ვივასის და სანტიაგო მედრანოს და მეორეხაზელის მატიას ალემანოს გვარებს უკავშირებენ.

კომენტარები

სუპერ რაგბი აოტეაროა: "ჰარიქეინსმა" დაძაბულ შეხვედრაში იმარჯვა [VIDEO]
რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა