მაიკლ ჩეკა "ბეზიეს" სათავეში?

მაიკლ ჩეკა "ბეზიეს" სათავეში?

ავსტრალიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი მაიკლ ჩეკა ფრანგული პრო დ2-ის კლუბ "ბეზიესთან" კონტაქტზე იმყოფება, რომელიც ამჟამად არაბ ინვესტორებთან გუნდის შეძენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. როგორც აქამდე ვწერდით, მილიარდერი ინვესტორები აღნიშნული კლუბის შეძენით და აღზევებით არიან დაინტერესებულნი, რისთვისაც მზად არიან დიდი ინვესტიციები განახორციელონ და გუნდში არაერთი ვარსკვლავი მიიყვანონ.

"ბეზიემ" კვირას დაადასტურა, რომ ისინი ინვესტორებთან მოლაპარაკების პროცესში იმყოფებიან და მათ კლუბს საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მორაგბე კრისტოფ დომინისი წარმოადგენს. დღეს Sydney Morning Herald-ის მიერ გავრცელებული იფნორმაციით კი კლუბსა და ჩეკას შორის შეთანხმება მიღწეულია და არაბ ინვესტორებთან მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში ის "ბეზიეს" მთავარი მწვრთნელი გახდება. 

53 წლის სპეციალისტი ავსტრალიის ნაკრებს 5 წლის მანძილზე წვრთნიდა, 2015 წელს მან "ვოლაბები" მსოფლიო თასის ფინალში გაიყვანა, ხოლო 2019 წლის მსოფლიო თასზე ინგლისის ნაკრებთან მარცხის შემდეგ თანამდებობა დატოვა. ამჟამად ის რაგბი ლიგის ავსტრალიური კლუბი "სიდნეი რუსტერსის" კონსულტანტია. ცოტა ხნის წინ საუბარი იყო, რომ ჩეკას სამსახურით ინგლისური "გლოსტერი" იყო დაინტერესებული, თუმცა აღნიშნული ხმები მოგვიანებით თავად ჩეკამ უარყო. აქვე ისიც უნდა ითქვა, რომ მისთვის ევროპული რაგბი უცხო არ არის და აქამდე "ლენსტერსა" და "სტად ფრანსეში" უმუშავია. 

 

კომენტარები

სუპერ რაგბი აოტეაროა: "ჰარიქეინსმა" დაძაბულ შეხვედრაში იმარჯვა [VIDEO]
რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა