"ბლუზი" კვლავ შეუჩერებელია [VIDEO]

"ბლუზი" კვლავ შეუჩერებელია [VIDEO]

სუპერ რაგბი აოტეაროას მესამე რაუნდში "ბლუზი" "ედენ პარკზე" "ჰაილენდერსს" დაუხვდა და რთული გამარჯვება მოიპოვა.

პირველი ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და ლელოებით 3:1 იმარჯვეს. ქალებ კლარკის, დანტონ პაპალის და რიკო იოანის ლელოებიდან ორი ოტერ ბლექმა გარდასახა, რომელმაც ერთი ჯარიმაც გაიტანა, ხოლო "მთიელთაგან" ლელო კაპიტანმა ეშ დიქსონმა დადო, რომელიც მიტჩელ ჰანტმა გარდასახა და ერთი ჯარიმაც ზუსტად შეასრულა. შესაბამისად, ტაიმი 22:10 დასრულდა.

"ჰაილენდერსი" მეორე ნახევრის დასაწყისში გააქტიურდა: 44-ე წუთზე ხაზი მიტჩელ ჰანტმა გაჭრა და მშვენიერი ლელო დადო, რომელიც თავადვე გარდასახა, რვა წუთში კი "ბლუზს" ჯერ რიკო იოანი გაუსინბინეს, შემდეგ კი შენონ ფრიზელისგან მიიღეს ლელო, რომელიც იმავე ჰანტმა გარდასახა და სტუმრები ამ მატჩში პირველად გავიდნენ წინ.

"ბლუზი" უპირატესობა მალევე დაიბრუნა და 57-ე წუთზე ხუთმეტრიანიდან აგორებული მოლი დალტონ პაპალიმ დააგვირგვინა ლელოთი, ბლექის გარდასახვა უზუსტოდ იყო და "ლურჯები" სამი ქულით გავიდნენ წინ. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა, თუმცა ამის რეალური შანსი ორივე გუნდს ჰქონდა: 70-ე წუთზე მასპინძლებს მოლიდან ლელოში შესაღწევად ნახევარი მეტრი დააკლდათ, თუმცა ბურთი დაკარგეს და სტუმრებმა კონტრშეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც ძალზე ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომლის გატანის შემთხვევაშიც, ანგარიში გათანაბრდებოდა, თუმცა ჰანტმა ეს შანსი ვერ გამოიყენა და ააცილა. 76-ე წუთზე კი იმავე ჰანტმა 22-დან ძალზე უხეიროდ შეასრულა არეკნი, თუმცა "ჰაილენდერსი" ხეირზე თამაშობდა და უპირატესობა დაუბრუნდათ, მათ ბურთი აუტში გადაიტანეს და 5-იანიდან მოლი შეკრეს, რომელიც თავიდან წინაც წავიდა, თუმცა ლელოდან დაახლოებით მეტრნახევარში "ბლუზმა" შესანიშნავად დაიცვა თავი, ჯერ ერთხელ გააჩერა მოლი, შემდეგ კი მეტოქეს ბურთის გატანის საშუალება არ მისცა ჩაუხურა და საბოლოო ჯამში 27:24 იმარჯვა.

"ბლუზს" სამიდან სამი მოგება აქვს და 12 ქულით ლიდერია. ისინი შემდეგ ტურში დაისვენებენ და მომდევნო მატჩს 11 ივლისს კრაისტჩერჩში მოქმედი ჩემპიონის "კრუსეიდერსის" წინააღმდეგ გამართვენ, ხოლო "ჰაილენდერსი", რომელსაც 2 მატჩში 5 ქულა აქვს, 4 ივლისს შინ იმავე "კრუსეიდერსს" შეერკინება. 

შეხვედრას 27000 გულშემატკივარზე მეტი დაესწრო. 

კომენტარები

სუპერ რაგბი აოტეაროა: "ჰარიქეინსმა" დაძაბულ შეხვედრაში იმარჯვა [VIDEO]
რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა