შალვა სუთიაშვილზე უხეში თამაშისთვის ურუგვაის კვაჭი "მსოფლიო რაგბიმ" დასაჯა

შალვა სუთიაშვილზე უხეში თამაშისთვის ურუგვაის კვაჭი "მსოფლიო რაგბიმ" დასაჯა

ურუგვაის ნაკრების კვაჭმა ფაკუნდო გატასმა საქართველოსთან 7:33 წაგებული მატჩის მიწურულს შალვა სუთიაშვილს მაღალი ბოჭვა გაუკეთა, რის გამოც წითელი ბარათი მიიღო.

"მსოფლიო რაგბის" დისციპლინარულმა კომიტეტმა აღნიშნული საკითხი დღეს განიხილა. გატასს იმედი ჰქონდა, რომ მის წითელ ბარათს გააუქმებდნენ და შესაბამისად არც დასჯიდნენ, თუმცა კომიტეტი სრულად დაეთანხმა მსაჯის გადაწყვეტილებას და გატასი სადისციპლინო ისტორიის გათვალისწინებით 6 კვირის ნაცვლად 3 კვირიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

ამგვარად ურუგვაის კვაჭისთვის მსოფლიო თასი უკვე დასრულებულია, რადგან მომდევნო ორ მატჩს გუნდი 5 და 13 ოქტომბერს გამართავს, დისკვალიფიკაცია კი 21 ოქტომბერს ეწურება. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის მას 48 საათი აქვს.

 

კომენტარები

ავსტრალია - ახალი ზელანდია: 2014 წლის მატჩის დრამატული ბოლო 13 წუთი [VIDEO]
ქართველების "ტულონი" სასჯელს გადაურჩა
როდის გაიმართება ესპანეთის ნაკრების და "კლასიკ ოლ ბლექსის" მატჩი?
სამხრეთ აფრიკული კლუბები სუპერ რაგბის დატოვებას აპირებენ
"მსოფლიო რაგბის" მმართველი: "რაგბის განახლებისთვის ვაქცინის არსებობა მნიშვნელოვანია"
ყველა დროის 10 საუკეთესო მექულე სანაკრებო რაგბიში
ახალი სეზონიდან ევროპაში სათამაშოდ გადასულ მორაგბეთა სიმბოლური თხუთმეტეული
იტალიის ნაკრებმა მთავარი მწვრთნელი მსოფლიოს 2023 წლის ბოლომდე დაიბევა
რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული 3 წუთი [VIDEO]
ინგლისის პრემიერშიპის გუნდს რიჩარდ კოკერილი სურს