სვანიძე: "6 ერში ბილეთებიდან მილიონ ევროს და მეტს შოულობენ, ჩვენ საუკეთესო შემთხვევაში - 150000 ლარს"

სვანიძე: "6 ერში ბილეთებიდან მილიონ ევროს და მეტს შოულობენ, ჩვენ საუკეთესო შემთხვევაში - 150000 ლარს"

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ერთ-ერთი კანდიდატი გოჩა სვანიძე, პირველ არხს გადაცემა "ტაიმაუტში" ესტუმრა და რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

ერთ-ერთი ასეთი თემა 6 ერი გახლდათ. თავდაპირველად სვანიძემ საუბარი "მსოფლიო რაგბის" საპრეზიდენტო არჩევნებზე დაიწყო და აღნიშნა, რომ ბილ ბომონტს გამარჯვება მაშინვე მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ის ისტორიაში რეფორმატორის სახელით შევიდოდა, შემდეგ კი მან ის ძალა ახსენა, რომელიც ამ ცვლილებებს და რეფორმებს ხელს უშლის. საუბარი რა თქმა უნდა 6 ერზეა.

სვანიძის აზრით, საქართველო სპორტული კუთხით მალევე გახდებოდა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ სარაგბო ტურნირზე  კონკურენტუნარიანი, თუმცა არასპორტული, კომერციული თვალსაზრისით, იმავეს თქმა გაუჭირდება და მან ამის ორი მაგალითი მოიყვანა.

"როდესაც ბილ ბომონტს მივწერე და "მსოფლიო რაგბის" საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მივულოცე, ვთხოვეთ, რომ იქნებ ისტორიაში შესულიყო, როგორც რეფორმატორის სახელით, რაზეც პირდაპირ, დაუმალავად მოგვწერა, რაც რეალობა არის. მან მადლობა მოგვიხადა და გვითხრა, რომ კარგად იცით, თუ ეს პროცესი როგორი რთული იქნებაო და ადამიანურად სიტყვას გაძლევ, რომ ამისთვის, რეფორმების დასაწყებად ყველაფერს ვეცდებიო. ზუსტად ასე მომწერა.

6 ერი ამ ცვლილებებს ხელს უშლის. როგორც იცით, 6 ერს მსოფლიო თასის შემდეგ ყველა ტურნირზე დიდი შემოსავლები აქვს და ბუნებრივია, რომ მათ ამის გაყოფა არ უნდათ. ბოლოს ნახავდით ინტერვიუს, რომ ირლანდიელები წინააღმდეგნი არიან ცვლილებების (საუბარია ირლანდიის რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორის ინტერვიუზე, რომელშიც მან თქვა, რომ საქართველო 6 ერს იტალიაზე მეტს ვერ შემატებს და აღზევება/დაქვეითების სისტემის წინააღმდეგია, რადგან მისი თქმით, ერთ დღეს, შესაძლოა, ირლანდია აღმოჩნდეს იტალიის ადგილას და ისინი ქვედა დივიზიონში რომ დაქვეითდნენ, ფინანსურად მთელი ირლანდიური რაგბი მოიშლება). მესმის, ამაზე ჩვენ არ ვბრაზდებით, ამას არ მალავენ. არსებობს რაღაც სურვილები და არსებობს მზადყოფნა.

მოდით გულწრფელები ვიყოთ და ვთქვათ. სპორტული კუთხით არ ვლაპარაკობ, რადგან 6 ერში შეიძლება 2 სეზონი გაგვიჭირდეს და შემდეგ დავიწყებთ მოგებებს, განსხვავებით იტალიისგან. ამაში დარწმუნებული ვარ რიგი მიზეზების გამო, რომ წაგებებს ასე არ შევეგუებით. რა თქმა უნდა ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა, სპორტული კუთხე აქ არ არის ერთადერთი და გადამწყვეტი.

6 ერს უზარმაზარი შემოსავალი აქვს ბილეთების გაყიდვით, აქედან მათ მილიონი ევრო და მეტი შემოსდით წარმოიდგინეთ. ჩვენ კი საუკეთესო შემთხვევაში, რუსეთთან თამაშზე, რომელიც ახლა გაუქმდა და გადაიდო დროებით, ალბათ სუფთა მოგება შეიძლება დაახლოებით 150 000 ლარი გვენახა, მეტი არა. ეს არის ჩვენთვის ერთი მატჩიდან მიღებული ყველაზე დიდი თანხა, რომელსაც თუ ევროებში გადავიყვანთ, დაახლოებით 40 000 ევროს მივიღებთ. 40 000 ევრო და 1 მილიონ ან 1.5 მილიონ ევროს შორის რამხელა სხვაობაა ეს ერთი, მეორე არის გაყიდვები, მაგალითად ატრიბუტების, მაისურების. 

"ქენთენბერიმ" ჩვენი ეროვნული ნაკრების მაისურს დაადო ფასი 200 ლარი და ატყდა ერთი ამბავი, ლანძღვა-გინება, თითქოს ჩვენ ვიღაცამ გვაჩუქა და ამით გამდიდრება გვინდოდა. იმ დროს, როდესაც იმდენი გულშემატკივარი მიდის იტალიაში, რამდენიც უცხოეთში არასდროს წამოგვყოლია და იხდის თავისი ჯიბიდან ფულს, ამ ფონზე ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ეროვნული ნაკრების მაისური, რომლის ყიდვაც ვიღაცას უნდა, თურმე რა ამბავია", - განაცხადა გოჩა სვანიძემ.

კომენტარები

სუპერ რაგბი აოტეაროა: "ჰარიქეინსმა" დაძაბულ შეხვედრაში იმარჯვა [VIDEO]
რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა