გოჩა სვანიძემ რუსეთთან და სამხრეთ აფრიკასთან გადადებულ მატჩებზე ისაუბრა

გოჩა სვანიძემ რუსეთთან და სამხრეთ აფრიკასთან გადადებულ მატჩებზე ისაუბრა

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ერთ-ერთი კანდიდატი გოჩა სვანიძე, პირველ არხს გადაცემა "ტაიმაუტში" ესტუმრა და რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი გადადებული მატჩები გახლდათ, რომელზეც მან ისაუბრა. მხედველობაში გვაქვს, რუსეთთან გასამართი დაპირისპირება, რომელიც 14 მარტს "მიხეილ მესხზე" უნდა ჩატარებულიყო და პანდემიის გამო, ორი დღით ადრე  გადაიდო, ხოლო ზაფხულის ტესტების გადადების შესახებ, "მსოფლიო რაგბიმ" 15 მაისს განაცხადა. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ნაკრებს ივლისის ტესტებზე სამხრეთ აფრიკული ტურნე უნდა ჰქონოდათ და 18 ივლისს "სპრინგბოკსის" წინააღმდეგ უნდა ეთამაშა.

"სულ ორი დღე დაგვაკლდა, რომ რუსეთთან შეხვედრა ჩატარებულიყო. რუსეთის ნაკრები უკვე ჩამოსული იყო და სათამაშოდ მზად იყო, როდესაც შეხვედრის გადადება გადაწყდა. ისიც კი გვთხოვეს, რომ არაოფიციალურად გვეთამაშა, თუმცა რეგულაცია რეგულაციაა და კანონს ღიად დაარღვევ თუ ჩუმად, დარღვევა დარღვევა არის. აქედან გამომდინარე, ამას ვერ ვიზამდით.

ეს ტურნირი "რაგბი ევროპის" ეგიდით მიმდინარეობს და მატჩის თარიღის ორგანიზება მისი მოვალეობაა. მიმდინარეობს კონსულტაციები და სავარაუდო პერიოდზე შევთანხმდით. თუ რამემ ხელი არ შეგვიშალა, მაგალითად პანდემიის მეორე ტალღამ, რაზეც ბევრს ლაპარაკობენ, სავარაუდოდ ეს ოქტომბრის ბოლო კვირას უნდა მოხდეს. 

რაც შეეხება ზაფხულის ტესტებს, რომელიც ასევე გადადებულია. როდისთვის არის გადადებული, ღმერთმა უწყის ეს. ჯერჯერობით არ გადადებულა ნოემბრის ტესტები და ყველაფერი ჩვეულებრივად გეგმის მიხედვითაა. სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირმა მოგვწერა, რომ თუ "მსოფლიო რაგბისგან" იქნება მზადყოფნა და ხელშეწყობა მე-9 რეგულაციით, რომელიც კლუბებიდან მოთამაშეების გამოშვებას ეხება, და გახსნიან დამატებით ფანჯარას, ისინი მზად არიან 20-დღიან რეჟიმში ისევ მიგვიღონ და გვეთამაშონ 3 შეხვედრა, ოღონდ "ბულზის" ნაცვლად, იქნება ორი ტესტი სამხრეთ აფრიკის "ა" ნაკრებთან და კვლავ "სპრინგბოკსთან", - განაცხადა გოჩა სვანიძემ. 

კომენტარები

სუპერ რაგბი აოტეაროა: "ჰარიქეინსმა" დაძაბულ შეხვედრაში იმარჯვა [VIDEO]
რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა