ტოპ 14: ყველა ქართული სატრანსფერო სიახლე და სხვა ამბები, რომლებიც 2 ივნისისთვისაა ცნობილი

ტოპ 14: ყველა ქართული სატრანსფერო სიახლე და სხვა ამბები, რომლებიც 2 ივნისისთვისაა ცნობილი

საფრანგეთში კორონავირუსის გამო სარაგბო სეზონი მარტში შეწყდა და სეზონი ჩაიშალა, ხოლო ახალი სეზონის დაწყება სექტემბრისთვისაა დაგეგმილი. გუნდები ნელ-ნელა იწყებენ მზადებას მომდევნო სეზონისთვის. პირველ ეტაპზე მორაგბეები რამდენიმე ჯგუფად დაიყოფიან და ასე ივარჯიშებენ, ხოლო ივლისიდან სრულფასოვანი საწვრთნელო პროცესის განახლება იგეგმება. 

ფრანგული კლუბები ზრუნავენ შემადგენლობების განახლებაზეც. ამ მომენტისთვის მათ არაერთი ტრანსფერი განახორციელეს, თუმცა მოსალოდნელია, რომ კიდევ ბევრი ცვლილებები იქნება. კლუბები შეიცვალეს ქართველმა მორაგბეებმაც. ჯერჯერობით, ტოპ 14-ის გუნდებმა მხოლოდ ერთი ქართველი დაიმატეს, ისიც "სტად ფრანსემ" ვასილ კაკოვინი გაიფორმა "რასინგ 92"-დან. ასე რომ, ჯერჯერობით ახალი ჩვენებური ფრანგულ ელიტაში არ წასულა. 

რაც შეეხება წამსვლელებს, პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ გაისად ვეღარ ვიხილავთ ქართული რაგბის ლეგენდებს დავით ზირაქაშვილს და მამუკა გორგოძეს, რომლებმაც კარიერა დაასრულეს. უცნობია სად განაგრძობს კარიერას კახა ასიეშვილი, რომელმაც "ბრივი" დატოვა, ხოლო უჩა ჭეიშვილი, ლუკა აზარიაშვილი და ბექა კაკაბაძე კარიერას პრო დ2-ში განაგრძობენ. ამრიგად, ამ მომენტისთვის ტოპ 14-ში მოთამაშე ქართველების რიცხვი წლევანდელ სეზონთან შედარებით შემცირებულია. 

გარდა ამისა, ჯერჯერობით გაურკვეველია რამდენიმე ჩვენებურის ბედი. კონსტანტინე მიქაუტაძეზე ადრე დაიწერა, რომ "მონპელიეს" დატოვებდა, თუმცა როგორც გავიგეთ, ეს ამბავი ჯერ გადაწყვეტილი არაა და ამ ეტაპზე, ის წამსვლელთა შორის არ ფიგურირებს. მის გარდა, კიდევ რამდენიმე მორაგბეა, რომელთაც თავიანთ კლუბებთან კონტრაქტი ეწურებათ და მათი მომავალი უახლოეს პერიოდში უნდა გადაწყდეს. 

რამდენიმე ქართველმა ლეგიონერმა კი, თავიანთ კლუბთან კონტრაქტი უკვე გაახანგრძლივა და ახალი სეზონისთვის მშვიდად მოემზადებიან.

იხილეთ ტოპ 14-ში ქართველი ლეგიონერების შესახებ ყველა სატრანსფერო ინფორმაცია, რომელიც 2 ივნისამდე დაფიქსირდა.   

ბრივი

წავიდა: კახა ასიეშვილი (კონტრაქტი დაუსრულდა)

კონტრაქტი უსრულდება: ალექსანდრე ზიბზიბაძე (ჟიფის სტატუსი აქვს)

კონტრაქტი გაახანგრძლივეს: ლუკა ჯაფარიძე (2022 წლამდე), ოთარ გიორგაძე (22 წლამდე)

კლერმონი

წავიდნენ: დავით ზირაქაშვილი (კარიერა დაასრულა), ბექა კაკაბაძე ("ოიონა")

მონპელიე

წავიდნენ: ლუკა აზარიაშვილი, უჩა ჭეიშვილი (ორივე "ბიარიცი", იჯარა)

კონტრაქტი უსრულდებათ: კონსტანტინე მიქაუტაძე (ჟიფი) , ალექსი ჭიჭიაშვილი, გიგი ლეშკაშელი (ჟიფის სტატუსი არ აქვთ)

კონტრაქტი გაახანგრძლივა: გელა აფრასიძე (2023 წლამდე)

სტად  ფრანსე

მოვიდა: ვასილ კაკოვინი ("რასინგ 92")

კონტრაქტი უსრულდება: ხვიჩა ცოფურაშვილი (ჟიფი)

კონტრაქტი გაახანგრძლივა: გიორგი მელიქიძე (2023 წლამდე)

პო

კონტრაქტი უსრულდება: ომარ ოდიშვილი (ჟიფი)

რასინგ 92

წავიდა: ვასილ კაკოვინი ("სტად ფრანსე")

ტულონი

წავიდა: მამუკა გორგოძე (კარიერა დაასრულა)

ბაიონი

კონტრაქტი უსრულდებათ: იოანე იაშაღაშვილი, ლადო ჩაჩანიძე (ჟიფის სტატუსი არ აქვთ)

ბორდო 

კონტრაქტი უსრულდება: საბა ყაულაშვილი (ჟიფის სტატუსი არ აქვს)

კონტრაქტი გაახანგრძლივა: ლაშა ტაბიძე (2023 წლამდე)

* - ჟიფის სტატუსით უცხოელი მოთამაშე უთანაბრდება ადგილობრივს და ლეგიონერის კვოტას აღარ იკავებს. ამ სტატუსის მისაღებად, საჭიროა, რომ უცხოელმა მორაგბემ ფრანგული კლუბის მოსამზადებელ ცენტრში 3 წელი გაატაროს (ახალი წესების მიხედვით, ეს მაჩვენებელი 5 წლამდე გაიზრდება).

კომენტარები

სუპერ რაგბი აოტეაროა: "ჰარიქეინსმა" დაძაბულ შეხვედრაში იმარჯვა [VIDEO]
რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა