ინგლისური კლუბი ვასილ ლობჟანიძეს რის ვების ერთ-ერთ შემცვლელად მოიაზრებს

ინგლისური კლუბი ვასილ ლობჟანიძეს რის ვების ერთ-ერთ შემცვლელად მოიაზრებს

ცნობილი ბრიტანული გამოცემა Ruck.co.uk წერს, რომ ინგლისური "ბასი" ახალ ცხრა ნომერს ეძებს და სასურველ ვარიანტად ოთხ მორაგბეს განიხილავს. 

ცნობილია, რომ ახალი სეზონიდან "ბასი" ღირსებას აღარ დაიცავენ: უელსის ნაკრების ცხრა ნომერი რის ვები, რომელიც შუა სეზონში "ტულონიდან" ივნისამდე შეუერთდა პრემიერშიპის ბინადარს და სექტემბრიდან მშობლიურ "ოსპრისში" ითამაშებს და 32 წლის ჰავბექი უილ ჩადლი, რომელიც თავისუფალი აგენტი ხდება.

ზემოხსენებული გამოცემის ცნობით, "ბასს" ახალი ცხრიანის დამატება გადაწყვეტილი აქვს და ვების შემცვლელად ოთხ ჰავბექს მოიაზრებს. ჩვენთვის საინტერესო ის გახლავთ, რომ ამ ცხრა ნომრებს შორისაა საქართველოს ნაკრების და "ბრივის" მორაგბე ვასილ ლობჟანიძე. ქართველ ჰავბექის გარდა, პოტენციურ შენაძენებად ისეთი ვარსკვლავები მოიაზრებიან, როგორებიც არიან: ბენ სპენსერი, უილ გენია და გრეიგ ლეიდლოუ.

"საქართველოს ნაკრების 23 წლის მოთამაშე, რომელიც 2015 წლის მსოფლიო თასზე გახდა ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე, ვისაც კი ოდესმე უთამაშია მსოფლიო თასებზე, არის კიდევ ერთი მაღალი დონის ცხრა ნომერი, რომლის დამატებაც ამ ზაფხულში შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი. 2020 წლის 1 თებერვალს ის იყო 23 წლის და 110 დღის, როდესაც რუმინეთთან მატჩში 50-ე კეპი მოიხვეჭა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე, ვინც ამ ნიშნულს უწია. მან ჯორჯ ნორსის რეკორდი დაამხო. ლობჟანიძე ძალიან კარგი შენაძენი იქნებოდა" , - წერს Ruck.co.uk.

ცნობისთვის, ლობჟანიძეს "ბრივთან" კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. 

კომენტარები

სუპერ რაგბი აოტეაროა: "ჰარიქეინსმა" დაძაბულ შეხვედრაში იმარჯვა [VIDEO]
რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა