დავით ზირაქაშვილის მასტერკლასი ინგლისის ნაკრების და ლომების ბურჯს [VIDEO]

დავით ზირაქაშვილის მასტერკლასი ინგლისის ნაკრების და ლომების ბურჯს [VIDEO]

როგორც იცით "კლერმონის" და საქართველოს ნაკრების ლეგენდარული ბურჯი დავით ზირაქაშვილი კარიერას ასრულებს. ამასთან დაკავშირებით დრო და დრო შემოგთავაზებთ მისი კარიერის გამორჩეულ მომენტებს. ამჟამად არჩევანს ჩემპიონთა თასის 2014/2015 წლების სეზონის მეოთხედფინალურ მატჩზე შევაჩერებთ, სადაც "კლერმონმა" საკუთარ მოედანზე ინგლისურ "ნორთჰემპტონს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრანგების გამარჯვებით 37:5 დასრულდა. ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა ქართული რაგბის სიამაყე დავით ზირაქაშვილმა, რომელმაც თავის უშუალო ვიზავის, ინგლისის ნაკრების და ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ბურჯ ალექს კორბეზიეროს მთელი მატჩის განმავლობაში შერკინებაში სისხლი გაუშრო და ნამდვილი მასტერკლასი ჩაუტარა. იხილეთ ამ დაპირისპირების ამსახველი ვიდეო. 

კომენტარები

სუპერ რაგბი აოტეაროა: "ჰარიქეინსმა" დაძაბულ შეხვედრაში იმარჯვა [VIDEO]
რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა