"სუპერ რაგბი აოთიროა" ინოვაციური წესებით გაიმართება

"სუპერ რაგბი აოთიროა" ინოვაციური წესებით გაიმართება

© Elias Rodriguez/Getty Images

სუპერ რაგბის ახალ ზელანდიური ვერსია 13 ივნისს აიღებს სტარტს და თამაშის წესებში ისეთ ინოვაციურ ცვლილებებს ვიხილავთ, როგორრებიც არის ოქროს ქულა, წითელი ბარათის ახალი წესი და სხვა. 

როგორც იცით, კორონავირუსის გავრცელებისგან თავის ასარიდებლად "მსოფლიო რაგბიმ" წესებში ცვლილების 10 პუნქტიანი რეკომენდაცია გამოაქვეყნა, რომლის დანერგვა ნებაყოფლობითი იყო. ახალმა ზელანდიამ აღნიშნული ცვლილებების განხორციელებაზე უარი თქვა და "სუპერ რაგბი აოთიროაში" თავისი ინოვაციური წესების დანერგვას აპირებს. 

"გვინდოდა, რომ ჩემპიონატი განსხვავებული ყოფილიყო. დიდი მხარდაჭერა გვქონდა მწვრთნელებისგან, მორაგბეებისგან და მსაჯებისგან, რომ "სუპერ რაგბი აოთიროა" უფრო სწრაფი, უსაფრთხო და სანახაობრივი გავხადოთ" - განაცხადა ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის პროფესიონალური რაგბის თავმჯდომარე კრის ლენდრუმმა. 

ახალი წესების მიხედვით გუნდს უფლება ექნება წითელ ბარათიანი მორაგბე გაძევებიდან 20 წუთის შემდეგ სხვა მორაგბით შეცვალოს. გაძევებული მოთამაშე ბუნებრივია მოედანს ვერ დაუბრუნდება და მის საკითხს "სანზაარ"-ის სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს.

ტურნირში აგრეთვე იქნება ოქროს ქულის სისტემა. თუ ძირითადი დროის განმავლობაში ანგარიში საყაიმო იქნება, გუნდები დამატებით დროს ითამაშებენ და ვინც ნებისმიერი ხერხით პირველი მოიპოვებს ქულას გამარჯვებულიც ის გახდება. თუ დამატებით დროში ქულის აღებას ვერცერთი გუნდი ვერ მოახერხებს, მაშინ შეხვედრა ფრედ ფასრულდება.

იგივე დარჩება სატურნირო ცხრილში ქულათა აღრიცხვის სისტემა. გუნდი ბონუს ქულას მოიპოვებს, თუ მეტოქეზე 3 ან უფრო მეტ ლელოს გაიტანს. 

თამაშის ასაჩქარებლად და სანახაობის გასაზრდელად ცვლილებები შედის აგრეთვე რაქში თამაშში.

შებოჭვის შემდეგ ბურთიან მოთამაშეს მხოლოდ ერთი მოძრაობის უფლება ექნება. 

ბურთის დადების და პასის გარდა, ცოცვა ან სხვა ნებისმიერი მეორე მოძრაობა,  ჯარიმით დაისჯება. 

ბოჭვის შესრულების შემდეგ მბოჭავებს მოეთხოვებათ მაშინვე გვერდით გადაგორება. ეს იქნება მსაჯების ნომერ 1 პრიორიტეტი ბოჭვების დროს. 

დამატებითი ყურადღება იქნება გამახვილებული თამაშგარის ხაზზე. დამცველებს მოეთხოვებათ აშკარად თავიანთ მხარეს ყოფნა, რათა შემტევ გუნდს უფრო მეტი სივრცე ჰქონდეს.

კომენტარები

სუპერ რაგბი აოტეაროა: "ჰარიქეინსმა" დაძაბულ შეხვედრაში იმარჯვა [VIDEO]
რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა