სერიული მკვლელი რაგბი ლიგის მატჩზე

სერიული მკვლელი რაგბი ლიგის მატჩზე

როგორც იცით 28 მაისს ავსტრალიაში კორონავირუსის გამო შეჩერებული ნრლ-ს გათამაშება მაყურებლების გარეშე განახლდა. კვირას კი ტურის ერთ-ერთ მატჩში ცნობილი სერიული მკვლელი დოქტორი ჰაროლდ შიპმანის გამოსახულება გამოჩნდა. 

საქმე იმაშია, რომ ნრლ-ს ორგანიზატორებმა გულშემატკივრებს 22$-ის სანაცვლოდ უფლება მისცეს ტრიბუნებზე მუყაოსგან დამზადებული მათთვის სასურველი სურათები განეთავსებინათ, რაც მაყურებლის იმიტაციას ქმნიდა. კვირას კი "პენრით პანტერსის" და "ნიუკასლ ნაითსის" მატჩის დროს ერთ-ერთმა გულშემატკივარმა გართობა გადაწყვიტა და თავისი ფოტოს ნაცვლად სერიული მკვლელი ჰაროლდ შიპმანის სურათი გამოაფინინა. ის საზოგადოებაში ცნობილი იყო, როგორც "დოქტორი სიკვდილი" რომელმაც 2000 წელს 15 პაციენტი მოკლა, თავად კი სიცოცხლე დაახლოებით 15 წლის წინ თვითმკვლელობით დაასრულა. 

საინტერესოა, რომ შიპმანის სურათი ერთადერთი გამონაკლისი არ ყოფილა. ერთ-ერთმა გულშემატკივარმა "რუსტერსის" და "რებიტუსის" მატჩის დროს ინგლისის პრემიერ მინისტრ ბორის ჯონსონის მრჩეველი დომინიკ ქამინგსის ფოტო გამოფინა, რომელმაც კორონავირუსის პანდემიისას კარანტინის წესები დაარღვია და მშობლების სანახავად წავიდა. კიდევ ერთმა გულშემატკივარმა კი 22$ თავისი ძაღლის ფოტოს გამოსაქვეყნებლად გადაიხადა და განაცხადა, რომ ეს იყო საუკეთესოდ დახარჯული 22$  მის ცხოვრებაში. 



 

კომენტარები

სუპერ რაგბი აოტეაროა: "ჰარიქეინსმა" დაძაბულ შეხვედრაში იმარჯვა [VIDEO]
რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა